კანდელაკის ქუჩაზე  წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება

კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება

access_time2019-12-04 12:00:18

კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების მილის ვიდეოინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო.



„კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სპეციალური აპარატით შემოწმდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ აპარატს იყენებს იმისთვის, რომ ახლადგაკეთებული ქსელი შეამოწმოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული. ცხადია, აქ ვიღაცას ნაწარმოები ჰქონდა მიწის ბურღვის სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



კახა კალაძის თქმით, ორივე კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია. ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა, რომ „თელასის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგეს და მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.



„დავიწყეთ პრობლემის შესწავლა. დღეს, ორივე მონაკვეთი აღდგენილი და მოწესრიგებულია, თუმცა გვაქვს სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლადრეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.







იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...


მსგავსი სიახლეები

up