კანდელაკი: მთავრობამ MODERNA და J&J-სთან ვაქცინების წინასწარი შეკვეთა შეგნებულად ჩაშალა

კანდელაკი: მთავრობამ MODERNA და J&J-სთან ვაქცინების წინასწარი შეკვეთა შეგნებულად ჩაშალა

access_time2021-07-16 20:00:00

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობამ კომპანია Moderna-სა და Johnson & Johnson-თან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების წინასწარი შეკვეთის მოლაპარაკებები შეგნებულად ჩაშალა და ამით დაკარგა მაღალეფექტიანი ვაქცინების მიღებისა და ასეულობით სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა. 

"მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა ვაქცინის წინასწარი შეკვეთა განეთავსებინა კომპანია Moderna-სთან, რა შემთხვევაშიც ამ კომპანიის ხარისხიანი და სანდო ვაქცინით ახლა განუზომლად მეტი ადამიანი იქნებოდა აცრილი და ნაკლები ადამიანი გარდაცვლილი. 

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქართულმა მხარემ Moderna-ს კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარი უთხრა და ტენდერში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რითაც მოლაპარაკებები ჩაშალა.

ვაქცინის საკითხი პანდემიის დროს სწორედ ის ფორს-მაჟორია, როცა ტენდერი შეუძლებელია და რაც ხელში ჩაგივარდება, უნდა იყიდო. Moderna-ს წარმომადგენლებს თვალები შუბლზე აუვიდათ, ქუდი დაიხურეს და წავიდნენ". – წერს კანდელაკი. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებების ჩაშლა აღიარა, თუმცა ზუსტი მიზეზები არ დაასახელა.

"ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები Moderna-სა და J&J-სთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია". – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, მიმოწერებს, ვაქცინის ფასებს და მოლაპარაკების სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, მიზეზად სამინისტროსა და კომპანიებს შორის გაფორმებული კონფიდენციალურობის შეთანხმება სახელდება. 

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან არსებული კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს. 

კანდელაკი მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროოს აღნიშნული დოკუმენტები და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკების დეტალები. თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა მაღალეფექტიანი ვაქცინების წინასწარ შეკვეთის შესაძლებლობა, რომლითაც საქართველოს მთავრობამ შეგნებულად არ ისარგებლა, მაშინ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაში. 

"მაინტერესებს, რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ქუჩების შამპუნით მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ Moderna-სა და J&J-სთან". – ამბობს კანდელაკი.


Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up