კანაფის გამოყენება მშენებლობაშიც დაიწყეს

კანაფის გამოყენება მშენებლობაშიც დაიწყეს

access_time2021-09-26 12:30:04

ემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, კანაფის მცენარეს ორჯერ მეტი ნახშირორჟანგის შთანთქმა შეუძლია, ვიდრე სხვა ნებისმიერს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის აღმოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, გაჩნდა ახალი იდეებიც. ადამიანებმა დაიწყეს კანაფის მცენარის სახლების მშენებლობაში შეტანა. მათი მიზანია, კონსტრუქციაში გამოყენებულმა მცენარემ შენობის გარე და შიდა სივრცეების ნახშირორჟანგისგან გაწმენდას შეუწყოს ხელი.

სპეციალურად შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით, უკვე შესაძლებელი გახდა, რომ კანაფის მცენარე გარდაიქმნას მყარ საშენ მასალად.

ინიციატორები თვლიან, რომ თუ არქიტექტურ-მშენებლობაში კანაფის ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარისგან მიღებულ საშენ მასალას აქტიურად გამოიყენებენ, შენობებს ბუნებისადმი ეკომეგობრული დატვირთვა ექნება.

აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის 30-40 პროცენტი სწორედ შენობების აგებაზე მოხმარებული ენერგიითა და სამშენებლო მტვრით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებაზე მოდის.

მეცნიერების მტკიცებით, კანაფის საშენ მასალად მასობრივი გამოყენების შემთხვევაში მომავალში გარემო ბერად უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ცნობისთვის, კოლუმბიის ხელისუფლებამ სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი კანაფის ექსპორტი დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლის აზრით, კოლუმბია მიიღებს უახლეს მექანიზმებს ამდარგის სამართლებრივი რეგულირებისთვის, რომლის საექსპორტო პოტენციალილათინურ ამერიკაში 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას წარმოება კოლუმბიაში 2016 წლიდან არის ნებადართული, თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი მწარმოებლები მცენარის მხოლოდ ექსტრაქტის ექსპორტს ახერხებდნენ. ახალი ნორმა კი მას საშუალებას მისცემს ნედლის ექსპორტირებისთვის, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკაში, საკვებ პროდუქციასა და ტექსტილში.


სამკურნალო დანიშნულებით კანაფისა და ყაყაჩოს მოყვანაზე აკრძალვა ჯერ კიდევ შარშან გააუქმა რუსეთმაც.  აქ კანაფი მთელი რიგი პროდუქტების საწარმოებლად აქტიურად გამოიყენება. პოპულარულია კანაფის მცენარეული ზეთი და როგორც ამბობენ,  ჯანსაღად კვებას უწყობს ხელს. მათი რეკლამირება ხდება, როგორც დიეტური პროდუქტის, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის.  ასევე ცნობილია, კანაფის ცომისგან დამზადებული მაკარონებიც.


რაც შეეხება ტექსტილის სფეროს, კანაფისგან დამზადებული სამოსი და ფეხსაცმელი, თეთრეული, ჩანთები და აქსესუაარები ქვეყანაში აქტიურად იყიდება. ამბობენ, რომ ასეთი ნაჭერი ნაკლებად დეფორმირდება და ხანგრძლივად გამოყენებადია.  საბჭოთა პერიოდში კანაფი ყოველწლიურად თითქმის 1 მილიონი ჰექტარზე მოჰყავდათ. 



გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ერთი წლის წინ ამოიღო 53 წევრი ქვეყნიდან გადაწყვეტილებას მხარი 27-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არიან აშშ-მა და ევროკავშირის წევრები. ინიციატივის წინააღმდეგი იყო 25 ქვეყანა. უკრაინა კენჭისყრაში თავი შეიკავა. კომისიამ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვრით დათარიღებული ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო, თუმცა, მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე.

შეგახსენებთ, სამი წლის წინ  საქართველოს მთავრობაც გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყებულიყო. მომზადდა კიდეც კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა, თუმცა საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და მთავრობამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა. 

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანამ ამით ეკონომიკურად წააგო. მათი თქმით, მსოფლიოში უამრავი ქვეყანა აწარმოებს მარიხუანას საექსპორტოდ და ამით მათი ეკონომიკა შესაშურ შემოსავალსაც იღებს. სპეციალისტები მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა ამით ეჭვგარეშე იხეირებდა, რადგან რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვთ დეკლარირებული, რაც სხვა ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად  ბიძგს მისცემდა ტურიზმსაც.

ცნობისთვის, ეკონომიკაში მარიხუანას მწვანე ოქროს უწოდებენ.  მისი წარმოება ფერმერებისთვის საკმაოდ მაღალშემოსავლიანია. ერთი ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი 1500 ამერიკულ დოლარს იღებს, რაც ბევრად აჭარბებს სიმინდის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. ფერმერები კანაფის ღეროს ქსოვილის ქარხანაში აბარებენ, ფოთლებს ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ, თესლს კი საკვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იბარებენ. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები და ბაწრები, როგორც წესი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის, სიმსივნის. მხოლოდ მივესალმები, თუ ქართულ სამედიცინო ინდისტრიაში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება. ნარკოთრობისთვის მისი ხშირი მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ესაა ტვინის სიმსივნე და გულის ინფარქტი.  კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 52 %-ს აქვთ არითმია, გაძლიერებული გულისცემა და ტკივილები გულის არეში. მკვლევარების მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თვეში 10-ჯერ ან მეტჯერ მოიხმარენ მარიხუანას, მათთვის ინსულტის რისკი 2.5 ჯერ მეტია განსხვავებით მათგან, რომლებიც არ ეწევიან კანაფს. 

საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია


ავტორი: ბელა გელაშვილი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up