კანაფის ჩანთები ნეპალიდან -  პანდემიის დროს „გრინის“ გაყიდვები გაიზარდა

კანაფის ჩანთები ნეპალიდან - პანდემიის დროს „გრინის“ გაყიდვები გაიზარდა

access_time2020-09-13 14:00:10

პანდემიის პერიოდი როგორც ყველა ბიზნესისთვის და მათ შორის, „Greeny”- სთვსაც რთული აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად შეზღუდვებისა, გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა.  ამის შესახებ “კომერსანტს” კომპანიის დამფუძნებელმა ეკატერინე ებანოიძემ განუცხადა.


„ძალიან  დიდი გამოწვევა  გვქონდა Covid - ის  დროს,  მაგრამ არც ერთი წუთით  არ  გავჩერებულვართ. სხვათა შორის,  ძალიან  საინტერესო  პერიოდი  იყო, რადგან  გაყიდვებმა მოიმატა, ალბათ იმის გამო, რომ ბევრი მაღაზია არ იყო გახსნილი და ხალხი გარეთ ვერ  გადიოდა, ისინი სარგებლობდნენ იმ პროდუქციით, რომელიც მიტანის  სერვისს ითვალისწინებდა.


ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი საწყობი სულ სავსე იყოს, რადგან მიწოდების ფასი საკმაოდ ძვირია და ვცდილობთ ბევრი პროდუქტი შევუკვეთოთ ერთად . Covid 19 - ის დროს გვქონდა რაღაც მარაგი, მხოლოდ ერთი  თვე შეყოვნდა ნეპალიდან მოწოდება და შემდეგ ისევ განახლდა, ასე რომ ყველაფერმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა მიუხედავად იმისა, რომ Covid 19 -ის დროს მიწოდების პრობლემა იყო.“  - აღნიშნავს ებანოიძე.


Greeny ბაზარზე გასული წლის დეკემბრიდან გამოჩნდა და მომხმარებლის მხრიდან დიდი ინტერესიც გამოიწვია.

კომპანია  ნეპალიდან ჩამოტანილ ინდუსტრიულ კანაფზე დამზადებულ აქსესუარებს, სამაჯურებს, წელის ჩანთებს, ზურგჩანთებს და სხვა პროდუქციას სთავაზობს მყიდველს. 

ებანოიძე  აღნიშნავს, რომ კანაფით პროდუქტის დამზადების კულტურა ნეპალში ძალიან მიღებულია, ამიტომ პროდუქციის საქართველოში შემოტანა გადაწყვიტეს.


ჩვენი კულტურის  ნაწილი ეს ნაკლებად არის. ჩვენთვის უცხოა, ამიტომ უფრო  საინტერესო აღმოჩნდა. ეს ეკოლოგიურად  ნამდვილად სუფთა პროდუქტია, ეკო მეგობრულია და მხოლოდ ნატურალური კანაფისგან იკერება.

თავიდან გვქონდა მხოლოდ წელის ჩანთები და ზურგჩანთები, შემდეგ  დავამატეთ სამაჯურები, საფულეები, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთები. ახლახანს დავამატეთ პონჩოები, რომელიც არის კოტონის და შალის ნარევი, რომელსაც ძალიან  ფერადი გამა აქვს და ძალიან საინტერესოა, ასევე ძალიან საინტერესოა იმ  ადამიანებისთვის, რომელსაც საკუთარი თავის გამოხატვა უყვარს და რაღაც  განსაკუთრებულს ეძებს“ -  აღნიშნავს ეკატერინე ებანოიძე  


კომპანია „გრინს“ ამ ეტაპზე მხოლოდ შემოტანილი პროდუქცია აქვს, რადგან ჯერჯერობით მასალის შემოტანას ადგილობრივი წარმოების დასაწყებად ვერ  ახერხებენ.



„ჩვენ  გვყავს პარტნიორი და მასთან ერთად  ვმუშაობთ, სამწუხაროდ  ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი, რომ მასალა შემოვიტანოთ და ლოკალური  წარმოება გვქონდეს, თუმცა ჩენი საბოლოო მიზანი ეგ არის.

„გრინი“ არის ქართული ბრენდი და წარმოება ნეპალში ხდება, ჯერჯერობით ესეა და სამომავლოდ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ აქაც დავიწყოთ წარმოება და თუ  გამოგვივა ძალიან კარგი იქნება.“ - აღნიშნავს ეკატერინე ებანოიძე  


ებანოიძის განმარტებით, პროდუქციის დიზაინზეც ნეპალში მუშაობენ, თუმცა დეტალებს ნეპალის მხარესთან ათანხმებენ და ქართველი მომხმარებლის გემოვნებას არგებენ.


„ეს  არის აზიური კულტურის ნაწილი, ჩვენ უბრალოდ დეტალებს ვათანხმებთ და  ჩვენ გემოვნებას ვარგებთ ისე, რომ ჩვენ მომხმარებელს  მოეწონოს.

მაგალითად,  ძალიან  დიდი მოთხოვნა იყო შავ წელის ჩანთებზე, ჩვენ თავიდან მუქი ფერი არ გვქონდა, მხოლოდ ღია და ჭრელი ფერის  პროდუქცია ჩამოგვქონდა, შავ ჩანთებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო , რომ შევუკვეთეთ და ძალიან გაამართლა არის  რაღაც  ლოკალური მიგნებები,  რომელსაც  დიზაინის  კუთხით ვიყენებთ.“ -  აღნიშნავს ებანოიძე.


„გრინი“ ონლაინ მაღაზიაა და მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე მუშაობს, ებანოიძე აღნიშნავს, რომ რაღაც პერიოდი  საკუთარი სტენდიც ჰქონდათ და ამ მიმართულების განვითარებაც სურდათ, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მთლიანად ონლაინ სივრცეზე გადაერთო.

E-commerce-ში ჩავერთეთ და ბევრი პარტნიორიც გავიჩინეთ, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა wendoo,  extra.ge .

ჩვენ  ასევე  გვქონდა სტენდიც და  ამ  კუთხით განვითარებასაც ვაპირებდით , თუმცა როგორც გარემო გვკარნახობს, ჩვენც იმის მიხედვით ვადაპტირდებით, ამიტომ ამის  საჭიროება აღარ დადგა და მთლიანად E-commerce -ზე გადავერთეთ.

შარშან ზამთარში ჩვენ გვქონდა სტენდი, გაამართლა მაგრამ მერე ცვლილება  მოხდა  ბაზარზე,  რაც  ყველა ბიზნესზე აისახა და ახლა  მომავალს  უფრო  ონლაინ  გაყიდვებში  ვხედავთ.

სეზონურად ვაპირებთ, რომ ფესტივალების და მარკეტების პარტნიორები  გავხდეთ.-  აღნიშნავს ებანოიძე.


კომპანია „გრინი“ ორმა ადამიანმა საკუთარი ინვესტიციით დააფუძნა, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს სესხის აღება მოსალოდნელი რისკის გამო არ სურდათ.

„გრინის საქმეში ორი პარტნიორი ვართ და ჩვენი პირადი არც თუ ისე დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, რადგან არც შესაძლებლობა გვქონდა და დიდად  სესხის  აღებაც არ გვინდოდა, რადგან მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი იყო.


ჩვენ  ნეპალში არც კი ჩავსულვართ , უბრალოდ პარტნიორი მოვიძიეთ დაველაპარაკეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ. ყველაფერი რისკებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ  იმდენად მოგვწონდა ჩვენ ეს პროდუქცია და ვიფიქრეთ რომ  ჩვენნაირი ადამიანები, ვისაც შეიძლება მოეწონოს საკმაოდ  ბევრია, - აღნიშნავს ებანოიძე.


 


 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Greeny



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up