კანადის მთავრობა მარიხუანას ლეგალიზებას გეგმავს

კანადის მთავრობა მარიხუანას ლეგალიზებას გეგმავს

access_time2016-04-21 13:50:37

მარიხუანას ლეგალიზებას კიდევ ერთი ქვეყანა დათანხმდა – კანადის მთავრობა პირობას დებს, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის შექმნის კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მარიხუანას ლეგალიზებას მოახდენს. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე კანადის ჯანდაცვის მინისტრმა ჯეინ ფილიპოტმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ესაა „საუკეთესო საშუალება დავიცვათ ახალგაზრდობა და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.“

 

„2017 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ მარიხუანა ბავშვების ხელში არ მოხვდება, მისი რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს კი დამნაშავეები არ მიიღებენ,“ – განაცხადა კანადის მთავრობის წარმომადგენელმა.

 


ამასთან, დაიწყება თანამშრომლობა სამართალდამცველებთან, რისი მიზანიც იქნება ადეკვატური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შექმნა.

 

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ დაპატიმრებებით პრობლემა ვერ მოგვარდება,“ – განაცხადა ფილიპოტმა.

მარიხუანასთან მიმართებაში მთავრობა პირობას დებს, რომ იხელმძღვანელებს ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით.

 

კანადაში რამდენიმე დღის წინ მარიხუანას მოხმარებისა და გასაღების ლეგალიზაციის მიზნით მასობრივი აქცია გაიმართა.

 

ცნობისთვის: The Independent–ის ცნობით, მარიხუანა აშშ-ს ეკონომიკაში 2020 წლისთვის 44 მილიარდ დოლარს შეიტანს.



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა
access_time2020-09-22 10:00:48
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების -...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...


მსგავსი სიახლეები

up