კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის ნებართვა გასცა.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდაზე. თუ ის წარმატებული იქნება, ჩვენ მას ვაწარმოებთ და გავავრცელებთ ჩვენს ქვეყანაში,“-აღნიშნა ტრიუდომ.
ბოლო მონაცემებით, კანადაში კოვიდ 19-ის 75 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 5 595 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 37 000-მდე პაციენტი.
Imedinews