კანადამ „გაზპრომის“ ტურბინა გერმანიაში გაგზავნა

კანადამ „გაზპრომის“ ტურბინა გერმანიაში გაგზავნა

access_time2022-07-18 15:00:16

კანადამ Siemens Energy-ის განახლებული გაზის ტურბინა საჰაერო გზით გერმანიაში გაგზვნა. ინფორმაციას „კომერსანტი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემდეგ ტურბინა, რომელიც გაზსადენ Nord Stream-ით გაზის მისაწოდებლად გამოიყენება, ჰელსინკიდან ბორნითა და სახმელეთო ტრანსპორტით რუსეთში გადაიგზავნება.

 

რუსეთში მოწყობილბა დაახლოებით 24 ივლისს ჩავა. ის „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე გამოიყენება, რომელიც ფინეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 20 კილომეტრში, ლენინგრადის ოლქის სოფელ ტორფიანოვკას მახლობლად მდებარეობს. ექსპლუატაციაში გაშვებას სამიდან ოთხი დღე დასჭირდება. აგრეგატი Nord Stream-ში გაზის ჩასატუმბად აგვისტოს დასაწყისში უნდა იყოს მზად.

 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად გაიზრდება ნაკადი Nord Stream-ის გავლით გარემონტებული ტურბინის მიღების შემდეგ. 16 ივნისს „გაზპრომმა“ Nord Stream მილსადენით მიწოდების დონე ნომინალური სიმძლავრიდან 40%-მდე შეამცირა, რაც დღეში 67 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. მოტივად კანადის მხრიდან „პორტოვაიას“ გაზის ტურბინების შეკეთება-მიწოდების პრობლემები დასახელდა.

 

მანამდე კანადის ხელისუფლებამ „გაზპრომის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა და რუსეთში მოწყობილობის დაბრუნება აკრძალა. თუმცა გერმანიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ, კანადა „გაზპრომის“ ტურბინის ქვეყნიდან გატანაზე დათანხმდა. ამასთან, მთავრობამ 2024 წლის 31 დეკემბრამდე „გაზპრომის“ კიდევ ხუთი ტურბინის შეკეთებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის გაცემაზე მზადყოფმა გამოთქვა.


 

უკრაინის მთავრობა მოუწოდებდა კანადას, სასანქციე პირობა არ დაერღვია და ტურბინა არ დაებრუნებინა, არამედ, ის უკრანული მხარისთვის გადაეცა, რასაც ოფიციალური კიევი „გაზპრომს“ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განუცხადა, რომ უკრაინელებისთვის არასდროს იქნება მისაღები კანადის გადაწყვეტილება ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, ტურბინის გერმანიისთვის გადაცემა სანქციების დარღვევაა.

 

„ეს საკითხი მხოლოდ ტურბინას არ ეხება. ეს არის სანქციების დაცვის საკითხი. თუ ახლა ერთი დაირღვევა, სხვების დარღვევა დროის საკითხია“, - აცხადებს ზელენსკი.

 

11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით Nord Stream-ის გეგმიური რემონტის გამო გაზსადენი მთლიანად გაჩერებულია. Nord Stream რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და 2011 წლიდან ფუნქციონირებს.


bpn,ge

თეგები:
გაზპრომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up