კანადამ 38 რუსი პროპაგანდისტი და 16 რუსული ორგანიზაცია დაასანქცირა

კანადამ 38 რუსი პროპაგანდისტი და 16 რუსული ორგანიზაცია დაასანქცირა

access_time2023-02-04 21:00:43

კანადამ 3 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, წერს სამინისტროს პრესსამსახური.

 

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში ეფუძნება სიცრუესა და მოტყუებას. რუსულმა დეზინფორმაციულმა ოპერაციებმა თავის სამსახურში ჩააყენა რუსი ცნობილი სახეები და ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ორგანიზაციები, რათა მხარი დაუჭირონ კრემლს და გაამართლონ უკრაინაში მომხდარი სისასტიკე. ამან გამოიწვია რუსეთის რეჟიმის დაუსაბუთებელი მხარდაჭერა და მილიონობით უდანაშაულო უკრაინელის ტანჯვის გახანგრძლივება“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

კანადა სანქციებს აწესებს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილე 38 პირსა და 16 ორგანიზაციას. სიაში, შედის პროპაგანდისტული მედია ჯგუფი Россия сегодня; United World International და რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწოდა დეზინფორმაციის სუბიექტები, რომლებიც დაკავშირებულია კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელ ვაგნერ ევგენი პრიგოჟინთან, ფონდ Русский мир-თან და სხვებთან.

 


გარდა ამისა, სიაში შედიან მომღერლები და მხატვრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის აგრესიას. მათ შორისაა: ნიკოლაი ბასკოვი, მიხაილ ბოიარსკი, მარატ ბაშაროვი, დიმა ბილანი, ნიკოლაი რასტორგუევი, ოლეგ გაზმანოვი, ალექსანდრე მარშალი, პოლინა გაგარინა, ნადეჟდა ბაბკინა, ალექსანდრე ბუინოვი, დანა ბორისოვა, ირინა ალეგროვა, დიმიტრი დიუჟევი, ვიქტორია დაინკო, მიხაილ გალუსტიანი და სხვები.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან კანადამ სანქციები დაუწესა 2200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ქვეყანამ სანქციები 1600-ზე მეტ ფიზიკურ პირსა დაუწესა რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან.

 

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კანადამ დააყადაღა 122 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები და გაყინა 292 მლნ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები, წერს The Canadian Press-ი.

 





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up