კამპანია #ძალაჩვენშია იწყება!

კამპანია #ძალაჩვენშია იწყება!

access_time2020-04-23 18:29:51

2020 წლის არჩევნებში მოხალისეები საქართველოდან რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების გამოვლენას, მხილებას და ქართულ საზოგადოებაზე მათი გავლენის მაქსიმალურ მინიმალიზებას შეეცდებიან. ამ მიზნით „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ კამპანიას #ძალაჩვენია იწყებს. აღნიშნული პლატფორმა საქართველოში 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ და თავის გარშემო ათასობით ადამიანი გააერთიანა.


„იმასაც, რასაც დღეს ვებრძვით არის შედეგი ჩვენი პასიურობისა წარსულში. ყველა ტყუილი, რომელიც ითქვა წლების წინ და რიგი მიზეზების გამო უპასუხოდ დარჩა, დღეს ყველაფერი ნახევარ სიმართლედ მოგვევლინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთის. ვიღაცას სასაცილოდ არ ეყო, ვიღაცამ იუკადრისა, ვიღაცამ სხვის იმედად დატოვა და საბოლო ჯამში, მოვედით იქ სადაც მოვედით. დღეს ჩვენს ქვეყანაში სჯერათ ისეთი აბსურდული კონსტრუქციების, როგორებიცაა - რუსეთის გაღიზიანების მიზეზი ნატოში გაწევრიანების სურვილია და არავინ იტყვის,რომ 1992-93 წლებში არც ნატო იყო და არც ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. დღეს, სჯერათ ტყუილის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების ეროვნულ იდენტობას უქმნის საფრთხეს და არავინ ეტყვის ამ ხალხს, რომ ათზე მეტი ეთნიკური ჯგუფი გაქრა რუსეთის იმპერიის დროს. ამიტომ, წელს, განსაკუთრებულად ვეცდებით, რომ არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცე რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ საარჩევნო ყუთთან მისულმა ადამიანებმა ყალბი ინფორმაციებისგან, სტერეოტიპებისგან, შიშებსა და ფობიებისგან, პრორუსული გზავნილებისგან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ და ამით გზა გაუხსნან თავიანთ და თავიანთი შვილების ნათელ მომავალს“ - ამბობს, გიორგი მოლოდინი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს დამფუძნებელია.


ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის ავტორია. მოლოდინის თქმით ეს არის საქმე, რომელიც ყველას შეუძლია აკეთოს სახლიდან გაუსვლელად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ამბობს, რომ ხშირად, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლის ეფექტიანი დაცვა მხოლოდ „ლეგიონის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გადაზიარებასაც კი გულისხმობს. მისი თქმით, ლეგიონის აქტიური წევრები, წელს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ და დაეხმარებიან დასავლური ღირებულებების მქონე მედიასაშუალებებს, ტროლებთან ბრძოლაში.



„ლეგიონის“ გამოცდილი და აქტიური მოხალისეები თანამოქალაქეებს გააქტიურებისა და მობილიზებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმის ეს ყველაზე რთული წელი იქნება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საოკუპაციოა ძალა საარჩევნო პროცესებში ჩარევას აუცილებლად ეცდება. „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ მოხალისეობისთვის საჭიროა ფეისბუქში მოძებნოთ გვერდი https://www.facebook.com/InfoArmy.ge/ , მოგვწეროთ ან მოიწონოთ ჩვენი გვერდი. ამის შემდეგ, მოხალისეები ერთად გაავრცელებენ სიმართლეს, ერთად აღმოაჩენენ დეზინფორმაციას და ერთად ამხელენ მტრულ პროპაგანდას. ორი წლის მანძილზე „ლეგიონში“ გაწევრიანებული მოხალიისების არაერთი წარმატების ისტორია არსებობს. როგორც ისინი აცხადებენ, წელს, კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის ემზადებიან. გიორგი მოლოდინის თქმით დაგვჭირდება ადამიანი სხვადასხვა დეფიციტური ცოდნითა და გამოცდილებით. ასევე, უცხო ენების მცოდნეები, სოციალური მედიის მენეჯერები და ანალიტიკოსები, გრაფიკული-დიზაინრები, ვიდეო-მონტაჟის სპეციალისტები. გარკვეული ადამიანური რესურსი უკვე დაგვიგროვდა, მაგრამ გამოწვევების მაშტაბიდან გამომდინარე, ასევე, აქტიური თავდაცვის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებითი რესურსები აუცილებლად დაგვჭირდება.
გაცნობებთ, რომ თავდაპირველად „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ იდეის საქართველოში განხორციელება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up