კალორიების მთვლელი პირველი ქართული აპლიკაცია ლოს-ანჯელესის სარესტორნო ბაზარს აითვისებს

კალორიების მთვლელი პირველი ქართული აპლიკაცია ლოს-ანჯელესის სარესტორნო ბაზარს აითვისებს

access_time2020-08-12 14:10:42

მსოფლიო ბაზარზე პირველი ქართული კალორიების დამთვლელი აპლიკაცია NUSAGI გამოჩნდა. აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლში თუ რესტორანში მიღებული კალორიების რაოდენობა აკონტროლოთ.


„კომერსანტთან“ საუბრისას სტარტაპის იდეის ავტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გულუამ აღნიშნა, რომ აპლიკაციის ალგორითმი ადამიანის მეტაბოლიზმს შეისწავლის, რისი მეშვეობითაც მისთვის საჭირო დღიური კალორაჟის მაქსიმალური სიზუსტით შერჩევას იწყებს.


ყველა აპლიკაცია კალორიას ითვლის მარტივი ფორმულის მიხედვით. თუმცა, ჩვენს აპლიკაციაში კალორიები დათვლილია არა მხოლოდ, ასაკის, სქესის, სიმაღლის, წონის და იმის მიხედვით,თუ ადამიანს რამდენის დაკლება სურს, არამედ მისი რეალური მეტაბოლიზმიდან გამომდინარეც. რაც უფრო მეტად იყენებს მომხმარებელი აპლიკაციას, მით მეტად სწავლობს მის ორგანიზმს.

როდესაც დიეტაზე მყოფი ადამიანი რესტორანში შედის, მას შეკვეთილი კერძის ზუსტ კალორაჟზე ინფორმირებული არ არის. ყველა ნორმალურ რესტორანს ან კაფეს ინგრედიენტების ბუღალტრული აღწერა  აქვს, თუმცა კერძების კალორიულობა თავადაც არ იციან. ჩვენ კი გავაკეთეთ სისტემა,რომელსაც ბუღალტრული აღწერა კალორიებში გადაჰყავს“, - განმარტავს გიორგი გულუა.


აპლიკაციის კიდევ ერთი ბენეფიტი მასში არსებული მუდმივად განახლებადი რეცეპტების ჩამონათვალია, რომელთა ინგრედიენტების გამოწერას აპლიკაციიდანვე შეძლებთ.


„ჩვენს სისტემაში შესაძლებელია ასევე რეცეპტების ნახვა, რომელიც მუდმივად ემატება. ეს წარმოადგენს მარტივ ინტერფეისს -  იქვე წერია რა ინგრედიენტები გჭირდება, შესაძლებელია მათი გამოწერა და მაღაზიიდან მიტანის სერვისით მომხმარებელს სახლში მიუტანენ ამ ინგრედიენტებს“, - აღნიშნავს NUSAGI-ს დამფუძნებელი.



პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 150 000 ლარია, სხვადასხვა სერვისების ერთ სივრცეში აერთიანებს. სარესტორნო ანალიტიკის განვითარებისთვის სამომავლოდ „მიმოხილვის“ ველის დამატებაც იგეგმება, რათა არსებული პრობლემების გამოსწორება თავად რესტორნებმაც შეძლონ.


„შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში პირველები ვართ, ასეთი აპლიკაცია არსად არსებობს. ყველა მსგავსი ტიპის აპლიკაცია ეყრდნობა user generated data-, რაც საკმაოდ არაზუსტია, ვინაიდან მომხმარებლის მიერ ჩაწერილი კალორიების რაოდენობით ფუნქციონირებსჩვენი აპლიკაცია რესტორნებს აწვდის ისეთი ტიპის ანალიტიკას,რაც მათ აქამდე არ ჰქონდათარსებობდა ინფორმაცია,რომელსაც არავინ იყენებდა, ჩვენ ავიღეთ ეს ინფორმაცია, დავამუშავეთ და გადავიყვანეთ აპლიკაციაში.


რესტორნებს ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით ეცოდინებათ, თუ კვირის რომელ მონაკვეთში, რა კერძია უფრო მოთხოვნადი, რაც მათ მარაგების შევსებაში დაეხმარებათ. ასევე, თუ მაგალითად, ლანჩის დროს  5  ამოსაყიდი მაგიდაა დარჩენილი, რესტორანს აქვს შესაძლებლობა ჩვენი აპლიკაციით გაუშვას რეკლამა, რომელიც მიუვა ზუსტად იმ ადამიანს, ვისაც არ უჭამია ან იმ რაოდენობის კალორია აქვს დარჩენილი,რასაც რესტორანი სთავაზობსთუმცა, ეს უფრო შორეული გეგმაა“, - აცხადებს გიორგი გულუა.


აპლიკაციამ სატესტო რეჟიმში მუშაობა 4 აგვისტოდან დაიწყო და იმაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე კომპანიაში ელოდნენ.


„დაინტერესება იმაზე მეტია ვიდრე გვეგონა. აგვისტოს თვეს გამოვიყენებთ იმისთვის,რომ დავიხვეწოთ, სექტემბრისთვის კი გავეშვებით. ჩვენი გათვლებით, დეკემბერში დაიკლებს აქტივობა, ხოლო იანვარ-თებერვალში კვლავ მოიმატებს, ვინაიდან, კვლევები აჩვენებს,რომ სწორედ ახალი წლების შემდეგ იწყებს ყველა დიეტას“, -განმარტავს კომპანიის CEO.


კომპანიის სამომავლო გეგმებში, თბილისის რესტორნების 40%-ის ათვისება და ამასთან უცხოურ ბაზარზე გასვლაა.


ამ ეტაპზე გვყავს ოთხი რესტორანი  :  პასტა ბარი“, სულიკო ვაინ ბარი“, ფასანაური დოლიძე“, თამაშობანა“, მუშუ“ და ერთი სურსათის მაღაზიაგვაქვს გეგმაში,რომ თბილისის რესტორნების 40% იყოს ჩვენს სისტემაში. ჩვენ არ გვინდარომ შევზღუდოთ ადამიანი, თუ მას მოუნდა ბურგერი, გვინდა რომ წავიდეს, ჭამოს ბურგერი, შემდეგ ნახოს რამდენი კალორია დარჩა და რა საჭმელი შეიძლება გააკეთოს  ონლაინ მაცივარში არსებული ინგრედიენტების გათვალისწინებით.


ჩვენი მიზანიარომ საქართველოში ავიდეთ სამი ათას დღიურ მომხმარებელზე და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების საფუძველზე  მზად ვართ დაგვაფინანსონ და დავიწყოთ უცხოურ ბაზარზე გადასვლაუკვე გვაქვს მოლაპარაკება ლოს-ანჯელესში. ვინაიდან, ეს არის ქალაქი, სადაც ერთ ადამიანზე ყველაზე მეტი რესტორანი მოდის“, - აღნიშნავს გიორგი გულუა.


ანი ცარციძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up