კალიურანდი: ხომ არ მოვადუნეთ ყურადღება, გავათამამეთ რუსეთი გაეგრძელებინა დესტრუქციული გზა

კალიურანდი: ხომ არ მოვადუნეთ ყურადღება, გავათამამეთ რუსეთი გაეგრძელებინა დესტრუქციული გზა

access_time2020-01-21 21:00:01

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატმა წევრმა, ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები კვლავ გრძელდება:

 

"სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რუსეთის და მათი სატელიტების მხრიდან პროვოკაციები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფორმალური რეინტეგრაცია მოხდა ევროპის საბჭოს სტრუქტურაში. ეს გვაფიქრებს, ხომ არ მოვადუნეთ ყურადღება და ამით გავათამამეთ რუსეთი გაეგრძელებინა ეს დესტრუქციული გზა. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების დარღვევას, სამხედრო წვრთნები, პროპაგანდა, მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაციის პროცესი უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს მთელს რეგიონს."

 

საუბარია ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის მიცემის აღდგენაზე, რასაც საპარლამენტო ასამბლეამ გასული წლის ივნისში დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ. რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა.

 

კალიურანდის თქმით ოკუპირებული ცხინვალის გამშვები პუნქტების დაკეტვამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს კიდევ უფრო შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილება:

 

"ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაცია უარესდება ორივე ოკუპირებულ რეგიონში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხალხი იხოცება, რადგან მათ არ აქვთ წვდომა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და არ შეუძლიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება. ყველა მივესალმეთ ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ეს იყო სიმბოლური შემთხვევა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ათობით სოფლის მოსახლე, რომლებსაც ყოველ წელს უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ იმიტომ, რომ ე.წ. საზღვარს კვეთენ."

 


მან ასევე ყურადღება გაამახვილა ოკპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზეც:

 

"ასევე უნდა დავაკვირდეთ პოლიტიკურ განვითარებებს აფხაზეთში, სადაც გასულ სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების პროტესტისა. ოპოზიციასთან რამდენიმე კვირიანი დაძაბულობის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი გადადგა. საბედნიეროდ საქმე არ მისულა ფიზიკურ დაპირისპირებამდე. მაგრამ სიტუაცია კვლავ არასტაბილურია. და ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც უახლოეს მომავალში ახალი არჩევნების ორგანიზებას დაიწყებენ."

 

კალიურანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და კონფლიქტის გადაჭრის გზებზე ისაუბრა:

 

"უნდა გამოვიყენთ ყველა შესაძლებლობა რათა გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კრემლის მარიონეტული რეჟიმების არ-აღიარების პოლიტიკა გავაგრძელოთ. ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სწრაფვას მოლაპარაკებების და დიპლომატიის გზით კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით პროგრესისაკენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირების გზით."

 

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართა. 14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.

 

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. 10 იანვარს ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

 

10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. 12 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა.

 

წყარო: ტაბულა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up