აშშ-ში, კალიფორნიაში 160 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე Firenze აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სასახლე ბევერლი ჰილსში მდებარეობს, სადაც ისეთი ვარსკვლავები ცხოვრობენ, როგორც როდ სტიუარტი, დენზელ ვაშინგტონი და სილვესტრ სტალონე. სასახლის ტერიტორიაზე განლაგებულია 3 სასტუმრო სახლი, აუზი, ჯაკუზი, სახლი აუზთან, ჩოგბურთის კორტი და პარკინგი, რომელიც 30 ავტომობილზეა გათვლილი. სასახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი უილიამ ხაბლინსკია.
აუქციონი 26 იანვარს დაიწყება და 8 დღეს, ონლაინ-ფორმატში გაგრძელდება. გაყიდვის შემთხვევაში Firenze უძვირესი საცხოვრებელი უძრავი ქონება იქნება, რომელიც აუქციონზე გაიტანეს.
imedinews.ge