კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია

კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია

access_time2022-08-05 12:10:00

აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იტალიური და მაროკოული კალიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღინიშნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.



სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს. ფერმერების განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა შემცირდა, რაც ხელს უწყობს ნათესების გადარჩენას.


აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია, მათ შორის, კახეთში 21 000 ჰა, ქვემო ქართლში 45 000 ჰა, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 14 000 ჰა.


მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც აზიანებს მარცვლოვან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, იკვებება მცენარის მწვანე საფარით და, ხშირად, მთლიანად ანადგურებს ნათესებსა და ნარგავებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
კალიები



უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up