მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (ЦНИИТОЧМАШ, კონცერნი „კალაშნიკოვი“) ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) შემავალ ქვეყნებთან. ამის შესახებ განცხადება „კალაშნიკოვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტების განხორციელება 2023 წლისთვის იგეგმება.
„საწარმომ 10-ზე მეტი კომერციული წინადადება მოამზადა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსის კუხო-ს ქვეყნებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, კომპანია საექსპორტო პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს რუსეთისადმი მეგობრული ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში.
„ბოლო წლებში, კონცერნ „კალაშნიკოვში“ შემუშავებული და წარმოებული პროდუქციის მიწოდების 30-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი დაიდო და მიწოდება განხორციელდა შორეული და ახლო საზღვარგარეთის 25-ზე მეტ ქვეყანასთან“, - ნათქვამია მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) შედის ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ის საქართველომ 1999 წელს დატოვა.