„კალაძის გადაწყვეტილებას დემონტაჟზე ჯერ არ ვიცი ვეთანხმები თუ არა“ - ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმრო

„კალაძის გადაწყვეტილებას დემონტაჟზე ჯერ არ ვიცი ვეთანხმები თუ არა“ - ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმრო

access_time2020-10-21 15:30:42

თბილისის მერიამ ისტორიულ გალავანზე მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი მოსთხოვა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება.

 

„ნაკაშიძის ქ. N 10-ში, ბოლო წლების განმავლობაში იდგა დანგრეული შენობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა, მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთამენთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას  ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 



თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობა ისტორიულ შენობებს და ძველ თბილისის იერსახეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 

„ჩვენ ისტორიულ შენობებს, ძველ თბილისს მოწიწებით ვუდგებით. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს  ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიხატა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუდიაშვილის რეაბილიტაციას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ნარჩუნდება მისი ისტორიული სახე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, შევინარჩუნოთ ძვირფასი შენობა-ნაგებობები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მედიაჰოლდინგი საკითხზე სასაუბროდ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას დაუკავშირდა. შპს „საქართველოს ბუტიკების სასტუმროების“ დირექტორი დიმიტრი კარხანიდი აცხადებს, რომ საკითხზე კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებენ. კომერსანტის კითხვაზე შპს „საქართველოს ბუტიკების სასტუმროები“ ეთანხმება თუ არ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ამბობს, რომ ჯერ არ იცის. მისივე თქმით, საკითხზე სასაუბროდ კომპანიაში ახლა იკრიბებიან.

 



შპს „საქართველოს ბუტიკების სასტუმროების“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სუპორტ ინ ჯორჯიაა, თავის მხრივ ამ კომპანიის 100 პროცენტის წილის მფლობელი კი შპს „საქართველოს ბუტიკების სასტუმროები“.

 

შპს საქართველოს ბუტიკების სასტუმროები 2010 წელს დარეგისტრირდა, მაშინ კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი ისრაელის მოქალაქე გაი ბარნესი იყო. სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია 2019 წელის თებერვალში განხორციელდა, რა დროსაც კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სუპორტ ინ ჯორჯია გახდა, ხოლო აპრილში კომპანიის დირექტორად კარხანიდი დაინიშნა.


შპს სუპორტ ინ ჯორჯია 2018 წელის ივნისში დარგისტრიდა, კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე  სერგეი ვოლოდინი იყო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია 2018 წლის ოქტომბერში განხორციელდა და კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მაქსიმ მაიოროვი გახდა. ამავე წლის 30 ნოემბერს წილები კომპანიაში ისევ შეიცვალა  60 პროცენტი მაქსიმ მაიოროვს ეკუთვნოდა, 20 პროცენტი ბაჩანა ადამიას ხოლო 20 სერგეი ვოლოდინს. 2019 წლის თებერვალში კი შპს კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი საქართველოს ბუტიკების სასტუმროები გახდა.

 



არიქტექტურის ვებ-გვერდზე განთავესბული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ  მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს გაიცა, სწორედ ამ ბრძანებით მიიღო საქართველოს ბუტიკების სასტუროებმა მშენებლობის უფლება. მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომპანიამ მერიას 2011 წელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ, ესკიზის წინასწარი შეთანხმება უშედეგო აღმოჩნდა 2016 წელსაც. თანხმობა მერიისგან კომპანიამ 2018 წელს მიიღო.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up