„კალაძემ თქვა, რომ  მიწისქვეშა გადასასვლელები მოაწესრიგა, არადა კატასტროფულ მდგომარეობაშია“ - შეუსრულებელი დაპირებები მერის 1 წლის ანგარიშში

„კალაძემ თქვა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები მოაწესრიგა, არადა კატასტროფულ მდგომარეობაშია“ - შეუსრულებელი დაპირებები მერის 1 წლის ანგარიშში

access_time2018-12-08 10:00:01

კალაძემ თქვა, რომ  მიწისქვეშა გადასასვლელები მოაწესრიგა, არადა ისინი კატასტროფულ მდგომარეობაშია. მერმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ კედლები მოხატა, რეალურად  მიწისქვეშა გადასასვლელები თავიდან სარემონტოა;  გვაქვს ანტი-სანიტარია, დარღვეულია შშმპ-ის უფლებები; მას ამ პრობლემების შესახებ არ უსაუბრია, - რადიო „კომერსანტთან“  თბილისის მერის კახა კალაძის 1 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი აფასებს.  

მისივე თქმით, მერმა ბევრი გეგმა გააცნო საზოგადოებას, მაგრამ მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

ტრანსპორტის თემა აქტუალურია და უამრავ პრეზენტაციაზე, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა, ეს თემა და პრობლემები გაჟღერებული იყო, რაც კარგია. თუმცა გვესმის  მხოლოდ დაპირებები და ხშირად, მსგავს პრეზენტაციებს არქმევენ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას, რეალურად ეს არის მხოლოდ გეგმები,რომელთა განხორციელებაც სურთ, ეს მხოლოდ სურვილებია.

სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმაზე გვითხრეს,რომ წარმოდგენილი იქნებოდა კვლევა, თუმცა ჯერ არ გვინახავს ეს კვლევა. ქალაქის მერმა სხვადასხვა პრობლემაზე გააკეთა აქცენტი.

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომელიც გვაქვს პერიოდულად ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის ; საცობების განმუხვტის თემასთან დაკავშირებით იყო იდეა,რომ დასუფთავების სამსახური ღამე გადასულიყო, მაგრამ ვერ დაინერგია; საგზაო სამუშაოები ვადებში ვერ ჩაეტია და რაც გაკეთდა უხარისხოა და  მეორედაა გასაკეთებელი. პარკირების ნაწილში უამრავი პრობლემაა, კერძო თუ იურიდიული პირების მიერ მიტაცებულია ადგილები, სამშენებლო ნებართვები ისე გაიცემა,რომ პროექტებში არ არის მინიშნებული პარკირების ადგილი. მაგალითად, ეს ხდება ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები შენდება და არ ჩატარებულა წინასწარი კვლევა იმის შესახებ, იქნება თუ არა ეს ქუჩა გამტარუნარიანი.


კარგია ავტობუსების შეძენა, მეტროს შემადგენლობის განახლება და ეს ნამდვილად გვიხარია. თუმცა ბუნდოვანია ტაქსების რეფორმა, არ აკრობენ სალონში ტაქსის მძღოლები ლიცენსიის ფურცელს, ეს რეფორმაც მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს. ბუნდოვანია ასევე სალიცენზიო პირობებით,როგორ ხდება ტაქსი უსაფრთხო ან ტექნიკურად გამართული, - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

 

 

 





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up