კალაძე: ტექდათვალიერების პროცესი მტკივნეული იქნება, მას ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის

კალაძე: ტექდათვალიერების პროცესი მტკივნეული იქნება, მას ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის

access_time2018-04-23 16:54:39


 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ტექდათვალიერების პროცესი მოსახლეობისთვის სავარაუდოდ მტკიცნეული იქნება, რადგანაც მაღალი ალბათობით ბევრი ავტომობილი მას ვერ გაივლის.


"ვიცით, რომ 1 ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას", - ამბობს კალაძე.


კალაძის თქმით, ამ პროცედურის გავლა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს, რადგანაც მოუწესრიგებელი ავტომობილების გამონაბოლქვი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 



2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება. 


2018 წლის იანვარ-მარტში ტესტირებაზე სულ 19,464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26% ანუ 5,050 ავტომობილი ტესტირების პირველ ჯერზე ჩაიჭრა. ამ ავტომობილებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. განმეორებით ტესტირებაზე კი 134 ავტომობილი ჩაიჭრა, შესაბამისად ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.


ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.


ამ პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდის გაკეთება, რომ მომავალშიც ავტომობილების დაახლოებით ერთი მეოთხედი ტესტირების მოთხოვნებს პირველივე ჯერზე ვერ დაძლევს. შესაბამისად მათ ავტომობილის შეკეთება დასჭირდებათ. თუ ავტომობილი ხელმეორე ტესტირების შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს მას მოძრაობის უფლება შეუჩერდება. მოძრაობის უფლების გარეშე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ავტომობილი ღირებულებას დაკარგავს და ჯართად იქცევა. 


საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული.

საქართველოში ტექდათვალიერების ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.

ტაბულა




თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

რუსები თურქეთის უძრავ ქონებაზე გადაერთნენ, საქართველოში კი ისრაელის და ევროპის მოქალაქეები გააქტიურდნენ

რუსები თურქეთის  უძრავ ქონებაზე გადაერთნენ, საქართველოში კი ისრაელის და ევროპის მოქალაქეები გააქტიურდნენ
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up