კალაძე: თბილისში დასრულდება ურბანული გენოციდი

კალაძე: თბილისში დასრულდება ურბანული გენოციდი

access_time2017-08-03 17:58:18

თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის ურბანული განვითარების შესახებ ლაპარაკობს. 

 

კალაძის თქმით, მისი მერობის შემთხვევაში, თბილისში "ურბანული გენოციდი" დასრულდება.

 


"წლებია, თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია. არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა; არ ჰქონდა თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ეს არის ჩვენი ბოლო 25-წლიანი მემკვიდრეობა და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი. ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად, ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას. ქალაქი - ეს არის ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელმა მისმა ყველა კომპონენტმა უნდა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად იმუშაოს. ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას და, რაც მთავარია, პროგრესის პერსპექტივით. მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა. თითოეული გაცემული ნებართვა, დამტკიცებული პროექტი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე. ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში, უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო უსაფრთხოების ნორმებს და ხარისხს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს არქიტექტურულ გემოვნებასა და ქალაქის ერთიან სტილს ეხამებოდეს. ქალაქის განაშენიანება და განვითარება იქნება ჰარმონიული. გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი გახდება თანამედროვე. და რაც მთავარია - სიცოცხლით სავსე", - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.

 

imedinews.ge



დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up