კალაძე - მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან

კალაძე - მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან

access_time2018-06-03 17:08:07

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით გაზრდა შეუძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ მემანქანეები დღეს, საღამოს გაფიცვას გეგმავენ, შანტაჟის ენით საუბარს ნიშნავს. „ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ავხსენი, რომ დღეს შეუძლებელია ამაზე საუბარი. ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის. ვიცით, რომ „სატრანსპორტო კომპანია“ ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ლარით გადის მინუსში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებაში საუბარი. ისინი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლოებას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ.

ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - ვკითხოთ იმ 400 ათას ადამიანს, რამდენია მათი საშუალო ხელფასი და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ეს არ არის სწორი ფორმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენით საუბარს არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ეს არის თქვენს მიერ, ჩვენს მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ ხელფასებიდან გადახდილი გადასახადები, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ მუნიციპალიტეტში გადმოდის. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი და სწორად გადანაწილება გვევალება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს ამის, რომ მემანქანეებს ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქალაქს დააზიანებს. „გარდა მემანქანეებისა, ჩვენთან დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს. არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ორჯერ და ოთხჯერ ნაკლები ხელფასები აქვთ და ამ ადამიანებს რა ვუპასუხოთ? მე ნამდვილად არ და ვერ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ ქალაქს და ყველა იმ ადამიანს დააზიანებს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მემანქანეებს გაფიცვის კანონიერი უფლება არ აქვთ და იმ შემთხვევაში თუ მაინც გაიფიცებიან, თბილისის მთავრობა კანონის ფარგლებში იმოქმედებს. „რაც ეს პროცესები დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და „სატრანსპორტო კომპანია“ კანონს არ გასცდენია. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მემანქანეებს გაფიცვის უფლება დროებით შეუჩერა იმიტომ, რომ ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არ აქვთ. თუმცა თუ ისინი გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ჩვენც კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ყველა ის მიმართულება იქნება განხორციელებული, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ეს იქნება ხელფასების დაკავება და ა.შ.“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


IPN




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up