კალაძე: „გაზპრომთან" ხელშეკრულების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის"

კალაძე: „გაზპრომთან" ხელშეკრულების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის"

access_time2017-01-30 12:42:54

 „გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა მოხდეს ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„რაც შეეხება გასაჯაროებას, კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. როგორც გითხარით, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილი, რომ მაგალითად, უნდა იყოს გასაჯაროებული „სოკარის" ხელშეკრულება, „შაჰდენიზის" ხელშეკრულება. მგონია, რომ ეს არასწორია, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთი ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „გაზრომთან" შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ მის პარლამენტში დაბარებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე, რაც არსებობდა, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.


 

„ამომწურავი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებდა. პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ipn.ge

 



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up