კალაძე გარდაბნის თბოსადგურის გასხვისებისთვის აუცილებელ პირობას ასახელებს

კალაძე გარდაბნის თბოსადგურის გასხვისებისთვის აუცილებელ პირობას ასახელებს

access_time2016-11-29 10:00:20

 

გარდაბნის კომბინირებული თბოსადგურის გასხვისება მთავრობას წინასწარ განსაზღვრული პირობით სურს - ინვესტორმა თბოსადგურის ექსპლუატაციისთვის ტარიფების ზრდა არ უნდა მოახდინოს.

 

„თუ ინტერესი იქნება გარდაბნის თბოსადგურის შეძენაზე, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, თუმცა ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, როგორი იქნება ტარიფები, რაც საბოლოო ჯამში დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და ტარიფების გადახდისუნარიანობასთან, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრად დაბრუნებული კახა კალაძე.

 

ამბობს, რომ თუ ინვესტორი ტარიფის ზრდას მოთხოვს, ასეთ შემთხვევაში ის, როგორც ენერგეტიკის მინისტრი პრივატიზაციის წინააღმდეგი იქნება.

 

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „გარდაბნის თბოსადგურს" გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.


 

გადაწყვეტილება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

 

შეგახსენებთ, გარდაბნის ახალი თბოსადგური საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში 2015 წლის გაზაფხულზე შეიტანეს, ლარის მხარდასაჭერ ღონისძიებათა ფარგლებში. მთავრობამ ინვესტორიც იპოვა - Pegasus EastWest-ი, გაფორმდა იმპლემენტაციის ხელშეკრულებაც და ნასყიდობის ღირებულებად 290 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა, თუმცა გარიგება არ დასრულდა, ჩაშლის მიზეზებზე კი, არავის უსაუბრია.

 

 

გარდაბნის თბოსადგურს ამჟამად სახელმწიფო მართავს, სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. მის გვერდით კიდევ ერთი თბოსადგური აშენდება. პროექტს ამჯერად ტენდერით შერჩეული China Tianchen Engineering Corporation-ი განახორციელებს. თბოსადგურის მშენებლობა 159 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. ის ექსპულატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევა.

 

 

 

GBC



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up