კალაძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის კრიტიკას გამოეხმაურა

კალაძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის კრიტიკას გამოეხმაურა

access_time2019-12-29 10:50:31

თბილისის მერი დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლის. ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე მგონია, რომ თბილისის მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს ისეთ განათებულ ქალაქს, როგორიც არის წელს. გემოვნებაზე რთულია იდავო, თუმცა მე მგონია, რომ წლევანდელი ნაძვის ხე ნამდვილად არის განსხვავებული და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია ყოველდღიურად ცდილობს ქალაქში წინასაახალწლო განწყობის შექმნას, თუმცა დესტრუქციული ოპოზიცია საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივებას ცდილობს. 

არსებობს ოპონენტები, რომლებსაც აქვთ სურვილი და მონდომება, რომ მაქსიმალურად შექმნან ნიჰილიზმი, რაც ძალიან ცუდია.არ მომწონს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში.  ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ ამ დესტრუქციულ პოლიტიკოსებზე მაღლა უნდა დავდგეთ. ჩვენი ქალაქიც უნდა გავალამაზოთ, უნდა მივხედოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს თბილისელებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,- თქვა კალაძემ. 



Imedinews 

თეგები:
კალაძე



„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
access_time2020-09-24 10:15:56
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში,...

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...


მსგავსი სიახლეები

up