კალაძე: ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება

კალაძე: ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება

access_time2019-07-21 12:38:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო. 

მერმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც რეაბილიტაციის გამო შექმნილ დისკომფორტს გაგებით ეკიდება. 

მთავარი სიახლე, რაც ჭავჭავაძის გამზირზეა დაგეგმილი, ავტობუსის ზოლებს უკავშირდება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ფრანგული კომპანია "სისტრას" რეკომენდაციით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად მუშაობს, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება. 

"კომპანია "სისტრამ", რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსის ზოლები განთავსდეს ქუჩის შუა ნაწილში. ასევე, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით. საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემის და შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი, გარდა ამისა, მარჯვნივ და მარცხნივ მოეწყობა ველობილიკები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ნაგვის ურნები მიწის ქვეშ განთავსდება. ნარჩენები სეპარირებული იქნება. გამზირზე ყველგან წარმოდგენილი იქნება სახანძრო ჰიდრანტები", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პრევენციის მიზნით, წყალარინების მილების შემოწმება კამერების საშუალებით მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის მილების გადაბმების ადგილას. ლაზერული სკანერით შესაძლებელია განისაზღვროს მილის დეფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ხარვეზი. 

რაც შეეხება სამუშაოების მესამე ეტაპს, რომელიც "პიქსელის" შენობიდან რიგის ქუჩამდე იქნება წარმოებული და დაახლოებით, 500-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს, ასევე, მომდევნო კვირაში დაიწყება.

თეგები:
ავტობუსები



კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა
access_time2019-12-13 12:30:19
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. ბოლო 2 წელში ღირებულება განახევრდა. თუ 11/2017 ფასი იყო საშუალოდ 3.5 გირვანქა სტერლინგი იყო, 11/2019 -ისთვის 1.6 ფუნტ სტერლინგამდე (GBP) შემცირდა. გასულ კვირას, აქციები დაიხურა GBP1.62 -ით, კლებაა 1.67% (w.w), ოქტომბერთან შედარებით კი 10%-ით. ნავაჭრია 354 000 აქცია, GBP 1.60 – 1.68 დიაპაზონში. თვის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობაა - 78 000 აქცია. ჯგუფმა წლის პირველ 9 თვეში 703...


მსგავსი სიახლეები

up