კაკაურიძე

კაკაურიძე "ოქროს სიის“ შეღავათების გარეშე დარჩენილებზე: არ მგონია, სესხის აღება ვერ შეძლონ

access_time2019-06-13 10:52:50

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ იმ კომპანიებს, რომელთაც "ოქროს სიის" სტატუსით გათვალისწინებული შეღავათები გაუუქმდათ, ფინანსური რესურსის მოძიების პრობლემა არ ექნებათ.


ამის შესახებ კააკურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


დეპუტატი დაინტერესდა, რატომ მოეხსნა "ოქროს სიის" წევრებს იმპორტის გადასახადის 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი.


"თუ შევხედავთ კომპანიების სიას, გამოქვეყნდა კიდეც პრესაში, არ მგონია, რომ ამ კომპანიებს ფინანსური პრობლემები ჰქონდეთ, რომლიმე კომპანია მოუწესრიგებელი იყოს, რომ ბანკისგან ან ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება ვერ შეძლოს, თუ ეს საჭიროებაა", - განაცხადა კაკაურიძემ და მთავრობის მიერ გადადგმული ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რის შედეგადაც კერძო სექტორს ფულად სახსრებზე წვდომა გაუმარტივდათ.



"ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქეშის პრობლემასთან კომპანიებს არ ჰქონოდათ საქმე. "ოქროს სიამდე" გაცილებით ადრე იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რამაც Cash flow ნამდვილად გაუუმჯობესა კომპანიებს და მათმა დიდმა ნაწილმა სასესხო ვალდებულებების გასტუმრებაც მოახერხა.


მეორეა დღგ-ის დაბრუნების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველი ივლისიდან საერთოდ ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება - უბრალოდ დააჭერს ღილაკს გადასახადის გადამხდელი და შეეძლება ამ თანხის დაბრუნება. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ერთის მხრივ, მსხვილი ბიზნესი მეტ-ნაკლებად დღგ-საც უფრო ადვილად იბრუნებდა, საშუალო და წვრილ ბიზნესს კი ამ მიმართულებით უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, მეორეს მხრივ კი, მსხვილ ბიზნესს უფრო მეტი შეღავათები ჰქონდა იმპორტის დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯამურად ამ ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად ათანაბრებს პირობებს სხვადასხვა მოცულობის ბიზნესისათვის", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


შეგახსენებთ, რომ 11-მა ბიზნეს ორგანიზაციამ ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის სახელზე სამინისტროში წერილი დაარეგისტრირა. კერძო სექტორი მინისტრისგან წერილობით სამ კითხვაზე პასუხს ითხოვს: "ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და არგუმენტი რა არის, რა ფისკალურ ეფექტს ელოდება მთავრობა და რით იყო გამოწვეული ამ გადაწყვეტილების მყისიერად, ბიზნესთან კომუნიკაციების გარეშე მიღება.



BMG






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო მიებას თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up