კაილი ჯენერი, ალექსანდრე ჯაფარიძე, ისაბელ დოს სანტოსი და 58 სხვა, რომელთაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს

კაილი ჯენერი, ალექსანდრე ჯაფარიძე, ისაბელ დოს სანტოსი და 58 სხვა, რომელთაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს

access_time2021-04-25 20:00:00

2020 მსოფლიო ფინანსური სექტორისთვისაც გამორჩეული წელი გამოდგა. 2011 წლის შემდეგ, წელს, მილიარდერთა შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2095 მილიარდერიდან სტატუსი 61-მა დაკარგა.


სტატუსდაკარგული მილიარდერებიდან ყველაზე ცნობილი კაილი ჯენერი გახლავთ, რომელიც 2019 წელს, 23 წლის ასაკში, Forbes-მა „ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად“ დაასახელა. მისი პირადი ქონება კომპანია Kylie Cosmetics-ია, რომლის 51% ჯენერმა 2019 წელს 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა და მას შემდეგ მიიღო კიდეც მილიარდერის სტატუსი. უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით კი კაილი ჯენერის ქონება „სულ რაღაც“ 700 მილიონ დოლარს შეადგენს.


ამ სიაში აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ნავთობის მაგნატი, ალექსანდრე ჯაფარიძე. 2011 წელს მისი ქონება 2,1 მილიარდ დოლარად შეფასდა. ის არის რუსეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ნავთობმომპოვებელი კომპანია PetroAlliance Services Company Limitedd-ის დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი, ამჟამად კი Eurasia Drilling Company Limited- ის აქციონერი და გენერალური დირექტორი.


ისაბელ დოს სანტოსი, რომელიც 2013 წელს, 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით აფრიკის კონტინენტის უმდიდრესი ქალი იყო, 2021 წელს მილიარდერის სტატუსის გარეშე დარჩა. ის ანგოლის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილია და ამ პრივილეგიით რამდენიმე მილიარდის ოდენობის ქონება დააგროვა იმ კომპანიებიდან, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიიდან ამარაგებდნენ ქვეყანას, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობისა და ძვირფასი ნედლეულის საწარმოები.



ანგოლის ახალი პრეზიდენტის ინიციატივითა და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ჩართულობით გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ისაბელ დოს სანტოსის ქონების უმეტესი ნაწილი კორუფციული გზითაა მოპოვებული. სწორედ ამიტომ, ანგოლაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში მისი აქტივების უმეტესი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყინა.


2021 წელს, დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ ჯიმ ჯასთისის ქონებაც ჩამოსცდა მილიარდი დოლარის ნიშნულს. მისი ქონება, რომელიც მან ქვანახშირის წარმოებით დააგროვა, 2018 წელს 1,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ახლა კი, Forbes-ის შეფასებით, ჯიმ ჯასთისის ქონება 440 მილიონი დოლარია.


61 უმდიდრესი ადამიანი, რომლებმაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს: 


სახელი, გვარი ქვეყანა შემოსავლის წყარო ქონება 2020 წლის მონაცემებით
გალენ ვესთონი კანადა საცალო ვაჭრობა 7 $ მილიარდი
პან სუთონგი ჰონგ კონგი უძრავი ქონება 4.1$ მილიარდი
აიავატ სრივადჰანაპრაბა ტაილანდი duty-free 3.7$ მილიარდი
ურსულა ბეჰტოლშაიმერ-კიპი გერმანია საცალო ვაჭრობა 3.5$ მილიარდი
 


გიუნტერ ლემანი

გერმანია ფარმაცია 3.2$ მილიარდი
მიკრი ჟანი ჩინეთი კრიპტოვალუტა 3.2$ მილიარდი
ჩარლს ჟენგიაო ლუ ჩინეთი მანქანის გაქირავება 2.3$ მილიარდი
პან ვეიმინგი ჩინეთი უძრავი ქონება 2.2$ მილიარდი
ბრაიან შეთი აშშ ინვესტიციები 2.2$ მილიარდი
სუათ გუნსელი კვიპროსი უძრავი ქონება 1.9$ მილიარდი
ჯიჰან ვუ ჩინეთი კრიპტოვალუტა, მაინინგი 1.8$ მილიარდი
სუნილ ვასვანი გაერთიანებული სამეფო სხვადასხვა 1.6$ მილიარდი
ჟანგ ლიაოუანი ჩინეთი კვება 1.5$ მილიარდი
რობერტ კოიუტო უმცროსი ფილიპინები ენერგეტიკა 1.4$ მილიარდი
იზაბელ დოს სანტოსი ანგოლა ინვესტიციები 1.4$ მილიარდი
კეიტი ფილდსი აშშ კანის მოვლა 1.4$ მილიარდი
ფუ კვანი ჩინეთი უძრავი ქონება 1.4$ მილიარდი
ტოშიო მოტოია იაპონია სასტუმროები 1.4$ მილიარდი
ქეითი როდანი აშშ კანის მოვლა 1.4$ მილიარდი
კრის უანსრათი აშშ სოფთვეარი 1.4$ მილიარდი
კუთაიბა ალგანიმი ქუვეითი სხვადასხვა 1.3$ მილიარდი
ლიმ ონ კუინი სინგაპური ნავთობის თრეიდინგი 1.3$ მილიარდი
მა ფეი ჩინეთი ელექტრონიკა 1.3$ მილიარდი
ქრეიგ ნიუმარკი აშშ Craigslist 1.3$ მილიარდი
ალექსანდერ როვთი აშშ უძრავი ქონება 1.3$ მილიარდი
შამშირ ვაიალი ინდოეთი ჯანდაცვა 1.3$ მილიარდი
მაიკ ბინგლი აშშ კერძო კაპიტალი 1.2$ მილიარდი
ჯეიკობ ბურდა გერმანია გამომცემლობა 1.2$ მილიარდი
პოლიანა ჩუ ჰონგ კონგი საფინანსო სერვისები 1.2$ მილიარდი
ალექსანდრე ჯაფარიძე რუსეთი ნავთობი 1.2$ მილიარდი
ელიზაბეტ ვურთვანგლერი გერმანია გამომცემლობა 1.2$ მილიარდი
ჯიმ ჯასთისი II აშშ ქვანახშირი 1.2$ მილიარდი
ტომ პრესტონ-ვერნერი აშშ სოფთვეარი 1.2$ მილიარდი
ზენგ სიაოშანი ჩინეთი ალუმინი 1.2$ მილიარდი
ალდო ბენსადონი კანადა ფეხსაცმელი 1.1$ მილიარდი
საო ჟიშენგი ჩინეთი მეფრინველეობა 1.1$ მილიარდი
სუი გენლიანგი ჩინეთი ელექტრონიკა 1.1$ მილიარდი
კოჰ ვი მენგი სინგაპური უძრავი ქონება 1.1$ მილიარდი
იური კონსიუკი უკრაინა აგრობიზნესი 1.1$ მილიარდი
ლუ ჟონგფუ ჩინეთი უძრავი ქონება 1.1$ მილიარდი
ვუ სიუ სენტ-კიტსი და ნევისი უძრავი ქონება 1.1$ მილიარდი
ი რუბო ჩინეთი უძრავი ქონება 1.1$ მილიარდი
ჟენგ იუვენი ჩინეთი ინვესტიციები 1.1$ მილიარდი
ლინდენ ბლუ აშშ თავდაცვა 1$ მილიარდი
დუ შა ჩინეთი ჰიპერმარკეტები 1$ მილიარდი
დეივიდ ჰოლი აშშ საავტომობილო ტექნოლოგია 1$ მილიარდი
კაილი ჯენერი აშშ კოსმეტიკა 1$ მილიარდი
დეივიდ კაბილერი აშშ ინვესტიციები 1$ მილიარდი
თომას ლაუ ჰონგ კონგი სავაჭრო ცენტრები 1$ მილიარდი
ლი სანგ-ჰიუკი სამხ.კორეა ინვესტიციები 1$ მილიარდი
ლი სიანიუ ჩინეთი ფარმაცია 1$ მილიარდი
ჯონ ლიუ აშშ ინვესტიციები 1$ მილიარდი
ლოველ მილქენი აშშ ინვესტიციები 1$ მილიარდი
პარკ ჰიონ-ჯო სამხ.კორეა საერთო ფონდები 1$ მილიარდი
ჯულიო მარიო სანტო დომინგო III აშშ ლუდის წარმოება 1$ მილიარდი
ტანგ იანი ჩინეთი სოციალური მედია 1$ მილიარდი
კრის ვალინი ავსტრალია მაინინგი 1$ მილიარდი
ვანგ მიაოთონგი ჩინეთი ავტონაწილები 1$ მილიარდი
ვონგ შიუ იანგი ჩინეთი უძრავი ქონება 1$ მილიარდი
სიუ ქიმინგი ჩინეთი ხელოვნება, კვება 1$ მილიარდი
ჟოუ იონგლი ჩინეთი კონგლომერატი 1$ მილიარდი



2021 წელს, 61 მილიარდერის გარდა, 23-მა ადამიანმა პრესტიჟული სტატუსი გარდაცვალების გამო დაკარგა. მათგან უმდიდრესი იყო შელდონ ადელსონი, რომელიც 2021 წლის 11 იანვარს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 26,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ასევე, ლი კუნ-ჰი (20,9 $ მლრდ) – “სამსუნგის” მმართველი რგოლიდან და ჯოზეფ საფრა (22.8 $ მლრდ) – მსოფლიოს უმდიდრესი ბანკირი და ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანი.



საბოლოო მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში 2755 მილიარდერია. მათგან უმდიდრესი ამ მომენტისთვის კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 198.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.


forbes.ge

თეგები:
მილიარდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up