პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

access_time2019-12-11 18:30:41

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა დადგენილი, რომ ბიზნესმენ რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბა“ ერთადერთია, რომელიც 2024 წლამდე ლისის ტბის სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი იქნება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რამაზ ახვლედიანის „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას.


სამინისტროსა და კომპანიას შორის საკითხის გარკვევის მიზნით წერილობითმა გამოხმაურებამ ლიცენზიანტი კომპანიის მიმართ ორი ფორმალური პასუხი გახადა ცნობილი. პირველი - აღნიშნული საკითხის შესახებ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეორე - იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანმა სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სასამართლომ სწორედ აღნიშნული დასაბუთება და მიდგომები გაიზიარა. ამასთან, გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან წყლის რესურსების მართვის სფეროში უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის უფლებამოსილება შეჩერებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღებამდე და ამ ეტაპზე, წყალსარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილების არარსებობა კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება გახდეს კანონით დადგენილი წესითა და კონკრეტული ვადით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.


 

რამაზ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის განცდას უტოვებს. „ცხადია, ამ შემთხვევაში, სასამართლო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და არ გაითვალისწინა ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების საკითხზე სხვადასხვა ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიცია, მათ შორის წართმეული ლისის ტბის საქმეში ჩემი ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესები. მას სურდა აღნიშნული ლიცენზია მისი კომპანიებისთვის დამეთმო, რაზედაც უარი მიიღო. შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა დაიჭირეს სრულიად მოულოდნელი პოზიცია, თითქოსდა ლიცენზიის მფლობელი ჩემი კომპანია არ იყო. 2016 წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააპირა ლისის ტბის წყალსატევის დაბალანსებული და მაღალპროდუქტიული იქთიოცენოზის ფორმირების მიზნით, არანაკლებ 10 წლის ვადით, თევზჭერის ლიცენზიის გაცემას. მაშინ ჩვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეჩერდა, ვინაიდან აშკარა და ღია გახდა, თუ რა საფუძვლებით შეიძლება მდგარიყო ჩემი ბიზნესპარტნიორი პროცესის უკან. თევზჭერის ლიცენზიის გაცემა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემი კომპანიის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ვალდებულებებთან და საქმიანობის პრინციპებთან. იმედი მაქვს, საქართველოს გენერალური პროკურატურა დააჩქარებს ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე ჩემი დაზარალებულად ცნობის ფაქტს. ასეთ შემთმთხვევაში, არ გამოვრიცხავ, დარღვეული უფლებების აღგენისთვის, ისევ ეროვნულ დონეზე გავაგრძელო დავა და არა - სტრასბურგში“ - განაცახადა რამაზ ახვლედიანმა. 

 

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით (რომელიც მხარისთვის ცნობილი 10 დეკემბერს გახდა), უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მიღებული 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა (დაუშვებლად იქნა ცნობილი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. სახელმწიფო უწყებებს საქმეზე პირველ ინსტანციაში დავა მოგებული ჰქონდათ, თუმცა დღესდღეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმებულია. საკასაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა ქათამაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო საკასაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ. იმ პირობებში, როდესაც რამაზ ახვლედიანი მოსამართლეს უცხადებდა სრულ უნდობლობას და ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე მიღებული საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამო ეჭვი შეჰქონდა მის მიუკერძოებლობაში, გაჩნდა ეჭვები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესების დაცვაზე. ასეთ ვითარებაში, მოსამართლეს აღარ შესწევდა ძალა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად თვლიდა საქმის განხილვიდან წასვლის გადაწყვეტილებას.


საქმე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში განახორციელეს. რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი იცავდა.








გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up