საინვესტიციო პროექტების გადავადება, თანამშრომლების და შემოსავლების შემცირება- ღვინის ბიზნესის კრიზისი და მოლოდინები

საინვესტიციო პროექტების გადავადება, თანამშრომლების და შემოსავლების შემცირება- ღვინის ბიზნესის კრიზისი და მოლოდინები

access_time2020-03-24 10:50:04

„ყველაზე კარგი საინვესტიციო პერიოდი ზოგადად, კრიზისული ეტაპია ხოლმე, როცა მომავლის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. თუმცა, ახლა ინვესტიციები ნაწილობრივ შევამცირეთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რესურსებზე, რომელიც თუ ხელმისაწვდომი იქნება გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად, ტემპს არ დავაგდებთ. ახლა რაღაც დოზით ვფიქრობთ, რომ შევამციროთ ინვესტიციები.“ – „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილი „კომერსანტთან“ ღვინის სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც  გავრცელებული პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის დაწესებამ, შესაბამისად კი,  რესტორნებისა და კაფეების დახურვამ გამოიწვია.


ბიზნესმენები COVID-19 ის გავრცელების ეტაპზე საინვესტიციო პროექტებისგან თავს იკავებენ, ზღუდავენ თანამშრომლების რაოდენობას და შემოსავლების შემცირებას სხვადასხვა რადიკალური ღონისძიებებით უმკლავდებიან. რამდენად შემცირდა გრძელვადიანი ინვესტიციების მაჩვენებელი და აქვს თუ არა ბიზნესს კრიზისის სიმძიმის შესამსუბუქებლად კონკრეტული გეგმა?  როგორც ზურა რამაზაშვილი აღნიშნავს, ღვინის სექტორი სწორედ რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესებს შორის, რომლებზეც  კორონავირუსის გავრცელება და ობიექტების დახურვა ყველაზე მეტად აისახა. 


„ბიზნესის წამოწყებისთანავე პიროვნებამ რისკები თავიდანვე უნდა გათვალოს, ყველაფერში მთავრობა ვერ დაეხმარება.  შევთანნხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში ყველამ ნაწილობრივ უნდა ვიზარალოთ, რომლის  სიმძიმე ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. ღვინის ბიზნესს რაც შეეხება, მოხმარება შემცირდა, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რესტორნები და კაფეები დაკეტილია. ამიტომ ეს კრიზისი ღვინის სექტორს მკვეთრად შეეტყო.  შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვიზარალებთ. სიმართლე გითხრათ, ასეთი სცენარისთვის მზად არ ვიყავით. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, თუმცა, საქმიანობის გაჩერება გამორიცხულია. თანამშრომლების რიცხვი არ შეგვიმცირებია, თუმცა,  არსებული რისკის გამო ასაკოვანი კადრები სამსახურიდან დროებით დავითხოვეთ.“ - აღნიშნა ბიზნესმენმა.



ბიზნესმენ,ღვინის კომპანია „ვაზიანის“ დამფუძნებლის  ირაკლი იაშვილის შეფასებით, დაპაუზებული ინვესტიციები და სამომავლოდ მოვლენების განვითარების ბუნდოვანება ბიზნესს მნიშვნელოვნად აფერხებს და დასაქმებულების რიცხვის შემცირება გარდაუვალია.


„რა თქმა უნდა მცირდება სამუშაო ადგილები. არ ვიცი როგორ შეინარჩუნებენ ბიზნესები თანამშრომლებს. სავაჭრო ცენტრები იკეტება, მეც დავკეტე ჩემი ობიექტები. ამ ეტაპზე შემოსავალი არ არის, ინვესტიციები კი დაპაუზებულია ისევე როგორც ყველაფერი. თუ ვინმეს რამე ნაღდი ფული აქვს, ახლა უნდა შეიძინოს უძრავი ქონება ან ფასიანი ქაღალდები. ვფიქრობ, ნელნელა დამძიმდება სიტუაცია, მაგრამ დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რამდენ ხანში გადაივლის ეს კრიზისი. მაგალითად, ჩინეთში პოზიტიური დინამიკაა და ქარხნების ნაწილიც ამუშავდა.  მთავარია ახლა ჩვენც ის პოზიტიური წერტილი ვიპოვოთ და დადებითი ეკონომიკური ძვრები დაიწყოს.“- აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up