კაფე-ბარების და რესტორნების დაჯარიმება უსაფუძვლოა – საია

კაფე-ბარების და რესტორნების დაჯარიმება უსაფუძვლოა – საია

access_time2020-06-24 19:30:39

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 კაფე-ბარის დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იყო სახელმწიფოს დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა. ამის შესახებ საია განცხადებას თავად ავრცელებს.


„2020 წლის 15 ივნისს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეამოწმა სხვადასხვა კაფე-ბარი და პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 16 მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარების შემოწმებისა და დაჯარიმების პრაქტიკა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. საია-მ შეისწავლა დაჯარიმებული 12 კაფე-ბარის საქმის მასალები და მათ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება. სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები. მსგავსი რეგულირება ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო. კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა გაართულა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე შემთხვევაში კვების ობიექტების ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი მუშაობის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტს წინასწარ შეემოწმებინა მათი ობიექტი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ შესაბამისი რჩევები მათ გამოსასწორებლად, ამ მიზნით მათ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.



საია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად კვების ობიექტებისათვის გარკვეული რეგულაციების დადგენას და მათ შესრულებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნული რეგულაციები უნდა იყოს ცხადად გაწერილი და არ უნდა იძლეოდეს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საია მოუწოდეს ინსპექტირების დეპარტამენტს, ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა.[1] აღნიშნული მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს“-ნათქვამია განცხადებაში. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up