პანდემიის შემდეგ, საქართველოში თითქმის ყველა სექტორს, კადრების დეფიციტი აქვს. ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ამბობს, რომ მიზეზი, საკურიერო სერვისების განვითარებაა.
,,ჩვენს სფეროში კადრების დეფიციტი საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. სექტორს ძალიან მნიშვნელოვნად დაარტყა საკურიერო სერვისების მოძლიერებამ. ადამიანები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ დასაქმებული, გახდნენ თვითდასაქმებულები. იგივე ანაზღაურებას გაცილებით ნაკლებ დროში გამოიმუშავებენ და არც უფროსი ჰყავთ. ამან გარკვეული პრობლემები და დეფიციტი შექმნა, რომელსაც ვერაფით ვაკომპენსირებთ შიდა გადანაწილების გარდა. არის მომენტი, როცა ტოპ მენეჯმენტიც ჩართულია შავ სამუშაოში.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილი გვაქვს სასწავლო ცენტრი და 2-3 თვიანი სასწავლო კურსების შემდეგ, გარანტირებულად ვასაქმებთ, კადრების პრობლემები მაინც გვაქვს. თან სახელმწიფოს მხარდაჭერით სწავლება უფასოა “, - ამბობს ივა ჭყონია.
bpn.ge