„კაცობრიობის გათელვა“ - სირია, ზარინი და გაერო-ს პოზიცია

„კაცობრიობის გათელვა“ - სირია, ზარინი და გაერო-ს პოზიცია

access_time2017-04-06 09:10:53

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება, საგანგებოდ მოწვეული საერთაშორისო ფორუმის განხილვის მთავარი თემა იყო. სირიის პროვინცია იდლიბში 4 აპრილს თავდასხმისა და ზოგადად, სირიის ომის საკითხი, დონორთა კონფერენციასა და გაერო-ს უშიშროების საბჭოზე განიხილეს. დასავლელი პოლიტიკოსები მომხდარში სირიის ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებენ.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გუტიერეში სირიის არმიას სამხედრო დანაშაულის ჩადენაშიც სდებს ბრალს. „ფაქტები ადასტურებს, რომ სირიაში სამხედრო დანაშაული ხდება. ხშირად ირღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. გაეროს უშიშროების საბჭოზე დადგება დანაშაულის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა. 

 

გაერო-ს გენერალური მდივნისგან განსხვავებული პოზიცია გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი პოლიტიკურ შოუს დგამს, რათა დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ასადის წინააღმდეგ ისინი ერთიანი არიან. ზახაროვას თქმით, რუსეთმა დასავლეთს ექსპერტების გაგზავნა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა მათ არავინ მოუსმინა. „დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებათ მხოლოდ პოლიტიკური შოუ, რათა მსოფლიოს აჩვენონ, რომ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით დასავლეთი ერთიანია. ჩვენ ექსპერტების გაგზავნაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. "თეთრი ჩაფხუტების" მიერ გავრცელებული მასალების ნაწილი გაყალბებულია", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

 


ინტერნეტში 90-წუთიანი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგია ასახული. კადრებში ჩანს ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანები. როგორც სირიელი უფლებადამცველები და ექსპერტები აცხადებენ, სირიაში მასობრივი განადგურების იარაღი, გაზი - ზარინი გამოიყენეს.

 

ბოლო მონაცემებით, სირიის პროვინცია იდლიბში, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა, მათ შორის 20 არასრულწლოვანია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინტოქსიკაციის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 400 აღწევს.

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს მშვიდობიან მოქალაქეებზე ქიმიურ თავდასხმაში ადანაშაულებს და ამ ქმედებას „კაცობრიობის გათელვა უწოდა. ტრამპის თქმით, სირიაში ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთისადმი მისი დამოკიდებულება შეცვალა. „არ შეიძლება ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების ატანა. ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის - ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა", - აგანაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up