კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია „მევენახეობის თანამედროვე პრობლემები საქართველოში“ გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
კონფერენციის მონაწილეებმა მევენახეობის სექტორში არსებულგამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დარგის სპეციალისტებს მევენახეობის განვითარების პერსპექტივები, ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი ქართული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნეს.
„ჯიშური მრავალფეროვნება და მისი დაცვა დღეს ქართულიმევენახეობისპრიორიტეტული მიმართულებაა. მის განვითრებას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური პირობები. მევენახეთა ერთ-ერთ პრიორიტეტს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება და ღვინის წარმოებაში დაბრუნება უნდაწარმოადგენდეს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ.
მევენახეთა კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მევენახეები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მევენახეობა-მეღვინეობისფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციის დასასრულს, ქვევრის გახსნის ცერემონია და ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.