K2-ის დიფერენცირება თბილისის არქიტექტურას ანადგურებს

K2-ის დიფერენცირება თბილისის არქიტექტურას ანადგურებს

access_time2018-04-18 16:38:58

კოეფიციენტი K2 თბილისში ყბადაღებული თემა და ყველა მმართველის თავისტკივილია. ის ერთგვარ „კრიპტოვალუტად ჩამოყალიბდა, რომელიც, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ნაცვლად, მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პირების „დაინტერესებით გამომუშავდება.

 

კომპანია „არსის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე კატეგორიული წინააღმდეგია იმ მანკიერი პრაქტიკისა, როდესაც კონკრეტული, დაინტერესებული პირები თბილისში მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის კოეფიციენტების ცვლილებას ახორციელებენ.

 

თორნიკე აბულაძის თქმით, დაუშვებელია კოეფიციენტის შეცვლა თუნდაც ოფიციალური, დღეს მოქმედი ნორმატიული აქტებით დაშვებული გამოსყიდვის წესითაც კი.

 

ცალკეული სამშენებლო კომპანიებისა თუ კერძო პირებისთვის კოეფიციენტების გაზრდით, გარდა დედაქალაქის იერსახისა, მიწის ბაზარიც ზარალდება და გაზრდილკოეფიციენტიანი ტერიტორიების მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეებს უძრავი ქონება უიაფდებათ.

 

K2 კოეფიციენტის გაზრდა ახდენს თბილისის დეკაპიტალიზაციას, ამით მთელი უბნები უფასურდება.

 


K2 კოეფიციენტი ერთგვარი თბილისური კრიპტოვალუტა გახდა - როცა ბოლომდე ვერ ხვდებიან, რა არის, როგორ კეთდება, მაგრამ იციან, რომ ამით მეტი ფულის „შოვნა შეიძლება, თუმცა თბილისზე ისეთივე ნეგატიურ და წარუშლელ კვალს ტოვებს, როგორც მძიმე ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმზე და გამოსწორებას არ ექვემდებარება.

 

ამის ერთ-ერთ მაგალითად თორნიკე აბულაძე ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე განვითარებულ სამშენებლო პროცესებს ასახელებს. ამ ტერიტორიაზე კომპანიებმა მაღალი K2 კოეფიციენტები მოიპოვეს, რაც კანონდარღვევად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. ამ პატარა ქუჩაზე აშენებული კორპუსების მომიჯნავე განაშენიანებამ მკვეთრი „ინფლაცია განიცადა, რადგან მცხეთის ქუჩამ, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა, დღეს დაკარგა ღირებულება - მუდმივი საცობები, პრობლემური საინჟინრო კომუნიკაციები, ჩაკლული რეკრეაცია. მცხეთის ქუჩა აღარ არის ისეთი პრესტიჟული, როგორც დღემდე იყო. ის სახლები, რომელიც მანამდე აშენდა (ვიდრე K2 რბოლა დაიწყებოდა) ამ ქუჩაზე და სადაც ხალხი ცხოვრობს, გაიაფდა, დეკაპიტალიზაცია განიცადა. ანუ რეალურად ვინც იქ მანამდე ცხოვრობდა, გაღარიბდა. აქ მნიშვნელოვანია პროპორცია - ახალი სახლები, ალბათ, მაქსიმუმ 25-35% იქნება იმ რაოდენობის, რაც მანამდე იყო აშენებული. შესაბამისად, იქ არსებული ბინების 65-75%-ის ღირებულება შემცირდა ახალ სახლებზე K2-ის მომატებით.

 

„ეს იწვევს მიწის ფასის არასტაბილურობას და, ასევე, არასამართლიანობის განცდას. არ შეიძლება, გამონაკლისის სახითაც კი, კოეფიციენტის გადამეტება. როცა ეს გამონაკლისი დაშვებულია, ყველა ცდილობს, ამით ისარგებლოს. დარწმუნებული ვარ, მერთან შესული ზარების 70% ამ მიზანს ემსახურება. გადამეტება უნდა აიკრძალოს და სიტუაციაც დალაგდება, - აცხადებს კომპანია „არსის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე.

 

მანამდე, „არსის აღმასრულებელი დირექტორი მოითხოვდა, რომ კანონით ზუსტად ისევე მკაცრად და კონკრეტულად განისაზღვროს კოეფიციენტის ზღვრული ნორმები, როგორც, მაგალითად, დღგ. „დღეს ხომ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ ესა თუ ის მეწარმე მივიდეს ფინანსთა მინისტრთან და სთხოვოს, დღგ-ის განაკვეთი 18%-ის ნაცვლად, 5%-მდე დაუწიოს?! ან საშემოსავლო - 20-ის ნაცვლად 2%-მდე?! ზუსტად ასე უნდა იყოს კოეფიციენტიც, რომ თავში აზრადაც არავის მოუვიდეს მისი გაზრდის მცდელობა, - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 

თბილისში კოეფიციენტი K2 უბნების მიხედვითაა დიფერენცირებული.

 

 

(NS)

 

 

 



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up