ჟურნალმა Consumer Reports საუკეთესო სმარტფონად Samsung Galaxy S7 დაასახელა

ჟურნალმა Consumer Reports საუკეთესო სმარტფონად Samsung Galaxy S7 დაასახელა

access_time2016-03-23 12:24:12

როგორც ჩანს, 7 Samsung-ისთვის ბედნიერი ციფრია. ჟურნალმა Consumer Reports საუკეთესო სმარტფონად Samsung Galaxy S7 დაასახელა. S7 Edge-მა კი მეორე ადგილი დაიკავა.

 

Consumer Reports-ის მიხედვით, Samsung-ის ახალ სმარტფონებს უმაღლესი ხარისხის კამერა, უსწრაფესი პროცესორი, დიდი ხანგრძლივობის ელემენტი და მაღალი გამოსახულების ეკრანი აქვთ. Samsung-ის ბოლო ორი მოდელი წყალში არ ფუჭდება. ამასთან, ორივე მათგანს მეხსიერების უფრო დიდი მოცულობა აქვს, რამაც ისინი საუკეთესო სმარტფონებად აქცია. ტელეფონს ვიდეოს გადაღება 4K-ში, ან Ultra-HD-ში შეუძლია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთი ვიდეოები ძალიან დიდ მოცულობას იკავებენ და მათ შესანახად microSD არის საჭირო. სიმულაციური სატელეფონო საუბრისას Samsung-ის ელემენტი 24 საათზე მეტს მუშაობდა, ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე iPhone 6S-ის.


 

S7-ისა და S7 edge-ის სპიკერებს ძლიერი და მკაფიო ხმა აქვთ. ნათელ შუქზე გამოსახულების გარჩევა კი მარტივია, რაც სმარტფოების მაღალი რეზოლუციის ეკრანის დამსახურებაა. „Samsung-ის ახალი მოდელები არამარტო კომპანიის, არამედ საერთოდ, საუკეთესო სმარტფონებია,“ – დაწერა Consumer Reports-ში ჟურნალის მთავარი რედაქტორმა, მაიკ გიკასმა.



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up