ჟურნალისტური გამოძიება საბურთალოზე მშენებლობების შესახებ - კახა კალაძე ბრალდებას პასუხობს

ჟურნალისტური გამოძიება საბურთალოზე მშენებლობების შესახებ - კახა კალაძე ბრალდებას პასუხობს

access_time2017-09-15 17:05:49

"ჩემი საკუთარი მიწა მივყიდე არქი ჯგუფს, რომელზეც იყო აშენებული რესტორანი 2007-ში თუ 2006-ში ვიყიდე მე ეს მიწა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მხოლოდ ეს მიწა იქნა ჩემ მიერ გასხვისებული, მე არავისთვის ფული არ მომიპარავს, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით. მე ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი. მაგასაც არ დაგიმალავთ $6 მილიონი მქონდა ხელფასი, რაღაცეები შემეძლო, რომ გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს, და მეორე რომელ ნაკვეთზეც საუბრობთ ეს არ ვიცი, ანუ რაღაცას იტყუებით. ნებართვა მე არ მომიპოვებია, მინდობილობა მქონდა მიცემული არქი ჯგუფზე და არქი ჯგუფმა გააკეთა პროექტი და კოეფიციენტების შესყიდვაც", - ტაბულას პასუხობს კალაძე. 

 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ სპეციალური მასალა მოამზადა, რომლის თანახმადაც კახა კალაძემ რვა სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მერიისგან იქ მიიღო, სადაც კანონით დასაშვები მაქსიმუმი 3 სართულია. მასალას უცვლელად გთავაზობთ:

 

კალაძემ 2011 წელს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 271 კვ.მ. მიწა 229,000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წლის ივნისში კი მერიას დემონტაჟისა და ახალი, მრავალფუნქციური, 10 სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად თავად მიმართა. თუმცა, კალაძის ნაცვლად მის ინტერესებს “არქი ჯგუფის” თანამშრომელი ლაშა ბოკუჩავა წარმოადგენდა, რომელსაც მაშნდელმა ენერგეტიკის მინისტრმა მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით მისცა. 

 

კალაძის წარმომადგენელი, ლაშა ბოკუჩავა მერიას სთხოვდა მშენებლობის ნებართვასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების (შენობის სიმაღლის) გაზრდას, ვინაიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთზე კანონის მიხედვით, მაქსიმუმ, სამი სართულის მშენებლობა იყო დაშვებული.

 

2015 წლის 30 ივლისს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ცხრა წევრიდან რვამ პროექტი უარყოფითად შეაფასა, მიზეზად კი ნაკვეთის სიმცირესა და მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის შეუსაბამობას ასახელებდნენ. 

 

20 დღის შემდეგ საბჭოს იგივე შემადგენლობა კვლავ შეიკრიბა და კალაძის მოთხოვნა თავიდან განიხილა, ოღონდ, ამჯერად კალაძე 10 სართულიანი შენობის ნაცვლად 8 სართულის აშენებას ითხოვდა. ახლა კი საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი დაუჭირა. 20 აგვისტოს გამართულ სხდომას დიმიტრი ქუმსიშვილი (იმ დროს თბილისის ვიცე-მერი, ახლა კი ფინანსთა მინისტრი) ხელმძღვანელობდა. წევრებს შორის ირაკლი მურღულიაც იყო, რომელიც ამჟამად “არქი ჯგუფის” ერთ-ერთი პროექტის არქიტექტორიცაა.

 

საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ პარამეტრების გაზრდის სანაცვლოდ კალაძეს ბიუჯეტში 104,425 ლარი უნდა გადაეხადა. საბჭოს თანხმობის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის მიწურულს მოიპოვა.


 

კალაძემ შპს “არქი ნუცუბიძეს” ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 271 კვ.მ. მიწა 2016 წლის 30 ნოემბერს 38 ათას ლარად მიჰყიდა. მაშინ, როცა ამ ქონების შეძენა და სამშენებლო ნებართვის მოპოვება მას 491 ათას ლარი, თითქმის 13-ჯერ მეტი დაუჯდა.

 

საბურთალოზე, მინდელის ქუჩაზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწით შპს “არქი საბურთალო” 2016 წლის 18 ოქტომბერს დაინტერესდა. შალვა კოხრეიძემ, “არქი ჯგუფის” წარმომადგენელმა ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით თბილისის მერიას მიმართა. ამ დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო.

 

4 თვით ადრე, 2016 წლის მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ამ მიწის ღირებულების დადგენა თხოვა. ბიუროს მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, 2016 წლის 25 მაისისთვის მიწის ღირებულება 4.6 მილიონ ლარი იყო.

 

მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მინდელის ქუჩაზე არსებული ქონება შეაფასა, კალაძის დაფუძნებულმა “უშბა დეველოპმენტმაც” სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან მდებარე ქონების შეფასება დაუკვეთა. მიწის ორი ნაკვეთი კალაძემ 2006 წელს 195,369 ლარად შეიძინა, 2007 წელს კი კომპანიას გადასცა. 90-ანი წლებიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე, ძველი სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 5 აგვისტოს დასკვნის თანახმად, “უშბა დეველოპმენტის” საკუთრებაც 4.6 მილიონ ლარად შეფასდა.

 

ქონების ღირებულების დადგენის შემდეგ მიწის გადაცემის პროცესში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჩაერთო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 16 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას. ამ გადაწყვეტილებით კალაძესთან დაკავშირებულ სს “უშბა დეველოპმენტს” მთავრობამ თბილისში, საბურთალოზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწა დიღომში არსებულ 6,426 კვ.მ. მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში (საერთო ფართი 3,223 კვ.მ.) გაუცვალა.

ამ ორი უძრავი ქონების ფასებს შორის სხვაობა, 23,350 ლარი, “უშბა დეველოპმენტს” ხაზინის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.

 

სააქციო საზოგადოება (სს) “უშბა დეველოპმენტს” 2013 წლამდე სს “კალა დეველოპმენტი” ერქვა. კომპანია უძრავი ქონების განვითარების მიზნით კალაძემ 2007 წელს დააფუძნა. ორი წლის განმავლობაში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კალაძესთან ერთად მაიკ ზოი და ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელიც ფულს ენერგეტიკაში, კომერციულ ბანკებსა და ფორმულა 1-ის მარკეტინგში აბანდებს.

 

2009 წელს კალაძის გადაწყვეტილებით ზოი და ნოღაიდელი მისმა სიმამრმა, ბადრი არეშიძემ და მამამ, კარლო კალაძემ შეცვალეს.

 

2007 წლის 9 ნოემბერს კალაძემ კვიპროსში რეგისტრირებულ Webion Investments Limited-სგან 6.2 მლნ ევრო ისესხა. 2013 წლის სექტემბერში კალაძემ სესხის დაბრუნების სანაცვლოდ სს “კალა დეველოპმენტის” 100 პროცენტი Webion Investments Limited-ს გადასცა. რის შემდეგაც სს “კალა კაპიტალს” “უშბა დეველოპმენტი” ეწოდა. კომპანიის დირექტორები დღეს კვიპროსის მოქალაქე ჯორჯ ათანასიუ და ილია კეჭაყმაძე არიან. კეჭაყმაძე შპს “კალა კაპიტალის” დირექტორიცაა, რომელსაც კახა კალაძე ფლობს.

 

Webion Investments Limited-ის საბოლოო მფლობელი კომპანია Asoted Services Limited-ია. კომპანიის წილის ნახევარ-ნახევარი კვიპროსის მოქალაქეებს, ნესტორ და ევანგელია ნესტოროსებს ეკუთვნით. Asoted Services Limited კვიპროსში ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა.

 

სს “უშბა დეველოპმენტმა” სახელმწიფოსთან გარიგებით მიღებული ქონება 5 დღეში შპს “არქი საბურთალოს” 4.6 მილიონ ლარად მიყიდა და სხვაობის გადახდის ვალდებულებაც მას გადასცა, - ნათქვამია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მომზადებულ მასალაში.

 

წყარო: tabula.ge

 



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up