ჟურნალისტებმა „პანამის არქივის“ ახალი დოკუმენტები მოიპოვეს

ჟურნალისტებმა „პანამის არქივის“ ახალი დოკუმენტები მოიპოვეს

access_time2018-06-21 13:34:47

გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა და გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა ოფშორების პანამური კომპანია Mossack Fonseca-სგან ახალი დოკუმენტები მიიღეს. ეს დოკუმენტები საინტერესოა იმით, რომ მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც 2016 წელს პირველი პანამის არქივი უკვე გამოქვეყნებული იყო და ახალში ინფორმაციის გაჟონვაში დაინტერესებული პირების რეაქციები ჩანს.


როგორც ცნობილია, უახლოეს პერიოდში მთელი მსოფლიოს წამყვანი გამოცემები და ჟურნალისტები გამოაქვეყნებენ მოპოვებულ დოკუმენტებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ Mossack Fonseca-ს მოქმედებები, როდესაც ინფორმაციამ პირველად გაჟონა.


აღმოჩნდა, რომ პანამის არქივის გამოქვეყნების შემდეგ Mossack Fonseca-ს საკუთარი კლიენტების შესახებ მწირე ინფორმაცია ჰქონდა. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ, კომპანია კლიენტების პირადი ინფორმაციის გაგებას შეეცადა, თუმცა შიდააუდიტის შედეგით გაირკვა, რომ Mossack Fonseca-მ 75%-ის შემთხვევაში არ იცოდა ვინ იყვნენ ოფშორების რეალური მფლობელები.


Mossack Fonseca-მ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა მხოლოდ პანამის არქივის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 2016 წლის აპრილში, კომპანიამ ვირჯინიის კუნძულების ბრიტანულ ხელისუფლებას საეჭვო ქმედების შესახებ ანგარიში გაუგზავნა, რომელიც რუს მუსიკოსს სერგეი როლდუნგინს ეხებოდა და კომპანია აცხადებდა, რომ მუსიკოსი - ვლადიმერ პუტინის მეგობარია. ასევე მოიქცა Mossack Fonseca, როდესაც საქმე როტენბერგების ოჯახს შეეხო.



2016 წელს სკანდალის შემდეგ, Mossack Fonseca თავისი უკანონო ქმედებების კვალის მოშორებას ცდილობდა. ჟურნალისტების ხელში, მაგალითად, აღმოჩნდა კომპანიის თანამშრომლების მიმოწერა, რომელშიც ისინი დოკუმენტის გაყალბებაზე მსჯელობდნენ, იმით რომ დოკუმენტს თარიღს შეუცვლიდნენ.


პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:პანამის დოკუმენტები პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს არქივის 11,5 მილიონ დოკუმენტს მოიცავდა. 214 000-მდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-მდე ქართველიც ფიგურირებდა. ICIJ-ს გამოძიების მასალები ეხება მსოფლიოს ლიდერებთან, ბიზნესმენებთან, ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და სხვა ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.


imedinews.ge





თეგები:
PANAMA PAPERS MOSSACK FONSECA



გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება

გამკაცრებული რეგულაციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს ეხმაურება
access_time2020-09-28 13:00:20
სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი.  მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8...

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
access_time2020-09-28 16:00:02
„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ნებისმიერი სახის შეიარაღებული...

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...


მსგავსი სიახლეები

up