ჟურნალი Conde Nast Traveler: თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის

ჟურნალი Conde Nast Traveler: თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის

access_time2018-10-10 12:59:36


მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა.


" თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის. აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით და უსაზღვრო ენერგიით." -წერს ტარა იზაბელა ბარტონი.
სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და ქართული კერძები. ჟურნალისტი აღწერს აბანოთუბანს, გოგირდის ცხელ წყლებს, თბილისის დაარსების ლეგენდას და ა.შ.


Condé Nast Traveler მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ჰყავს. გამოცემას Facebook-ზე 2 მილიონამდე, ხოლო Twitter-ზე 3,3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.



ვრცლა მასალა იხილეთ ბმული: https://www.cntraveller.com/gallery/tbilisi-hotels-things-to-do






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up