JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

access_time2018-01-16 17:30:41

თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს.


ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.


განსაკუთრებით გაზრდილია თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შემოტანის მცდელობები სომხეთიდან, სადაც დაბალი აქციზური მარკის გადასახადის გამო, მაგალითად, Winston-ის გასაყიდ ფასს შორის სხვაობა 1.5 ლარია.


თამბაქოს ინდუსტრია 2018 წლის 1-ლი მაისიდან ბაზარზე ახალი რეგულაციების მოლოდინშია. ძალაში შედის კანონი, რომელიც დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოწევას კრძალავს, ასევე რეკლამებზე შემოდის შეზღუდვა.



„გამიჭირდება ახალი რეგულაციების გავლენის შეფასება. ვფიქრობ, მისი ამოქმედებიდან 2-3 თვე უნდა გავიდეს, რომ შეფასებები გავაკეთოთ“, - აღნიშნავს ივა ხასია.


კიდევ ერთი რეგულაცია თამბაქოს შეფუთვას ეხება. 1-ლი სექტემბრიდან მწარმოებლებს გამაფრთხილებელ წარწერასთან ერთად, კოლოფზე სურათების დატანაც მოუწევთ, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია.


კოლოფების ერთიანი სადა შეფუთვა კი, 2022 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. სადა შეფუთვა რომ მოხმარებაზე ნაკლებად აისახება, კომპანია საფრანგეთის მაგალითს იხმობს, სადაც რეგულაცია უკვე 1.5 წელია მოქმედებს, თუმცა მოხმარება 3-4% არის გაზრდილი.


ასეთივე ავსტრალიის ექსპერიმენტი. CanvasU -ს კვლევით, რომელიც JTI-მ დააფინანსა, თამბაქოს ბრენდინგის აკრძალვიდან ხუთი წლის თავზე სიგარეტის მოხმარება აღარ მცირდება.



gbc.ge




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up