JPMorgan-ი Tesla-ს სასამართლოში უჩივის და $162 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

JPMorgan-ი Tesla-ს სასამართლოში უჩივის და $162 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

access_time2021-11-23 16:50:00

JPMorgan Chase & Co Tesla Inc-ს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით მისგან $162.2 მილიონს ითხოვს. JPMorgan–მა მასკის ელექტრომობილების კომპანია 2014 წელს კომპანიებს შორის დადებული შეთანხმების ,,უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა.


მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, „ტესლამ“ 2014 წელს JPMorgan-ს გარანტია (ორდერი) მიჰყიდა, რომელიც იმ შემთხვევაში ანაზღაურდებოდა, თუ 2021 წლის ივლისამდე JPMorgan-ის ,,შეთანხმებული ფასი“( strike price) „ტესლას“ აქციების ფასზე დაბალი იქნებოდა.


Wall Street–ის უმსხვილესი ბანკისათვის საკმაოდ უჩვეულოა ასეთი მაღალი დონის კლიენტისათვის სასამართლოში დავის წარმოება. ,,ჩვენ Tesla-ს მრავალი შესაძლებლობა მივეცით, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ სამწუხაროა, რომ საკითხი სასამართლომდე მივიდა“, – განაცხადა JPMorgan-ის წარმომადგენელმა.


JPMorgan-ის განცხადების თანახმად, ორდერი სტანდარტულ დებულებებს შეიცავდა, რაც მათ ფასის შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა, რათა ორივე მხარის ინტერესები დაცული ყოფილიყო ,,მნიშვნელოვანი კორპორაციული ტრანზაქციების“ ეკონომიკური ეფექტისაგან.



2018 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნებულმა მასკის ტვიტმა, რომ მან შესაძლოა Tesla-ს აქციაში 420 დოლარი აიღოს, ხოლო 17 დღის შემდეგ მისმა შემდგომმა განცხადებამ, რომ ის ამ გეგმაზე უარს ამბობს, მნიშვნელოვანად შეცვალა აქციის ფასი. ორივე შემთხვევაში, JPMorgan-მა შეცვალა ,, შეთანხმებული ფასი“( strike price) ,,სამართლიანი საბაზრო ღირებულების შესანარჩუნებლად”.


Tesla-ს აქციების ფასი ორდერის ვადის ამოწურვის დროისთვის დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით Tesla-ს ევალებოდა JPMorgan-ისთვის აქციების ან ფულის მიწოდება.


საინტერესოა, რომ 2019 წლის თებერვალში Tesla აღნიშნავდა, რომ ბანკის კორექტირება ,,ოპორტუნისტული მცდელობაა, ისარგებლოს Tesla–ს აქციების ფასის ცვალებადობით“.



წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up