JP Morgan-მა პირველი ამერიკული საბანკო კრიპტოვალუტა შექმნა

JP Morgan-მა პირველი ამერიკული საბანკო კრიპტოვალუტა შექმნა

access_time2019-02-17 12:00:50

ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სექტორის გიგანტმა საინვესტიციო ბანკმა „ჯეიპი მორგანმა“ საკუთარი ვირტუალური ვალუტა ე.წ. კრიპტოვალუტა შექმნა.



„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს აშშ-ს საბანკო სექტორში საბანკო გიგანტის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.



საკუთარი ვირტუალური ვალუტა „ჯეიპი მორგანმა“ უკვე წარმატებულად გამოიყენა კლიენტების ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციაში. როგორც ცნობილია, ციფრული ვალუტა ე.წ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ემყარება, რომელიც ბევრად უფრო საიმედოა ინფორმაციის შენახვის მიზნით, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტრონული ოპერაციები. ბანკის განმარტებით, ციფრულ ვალუტას სავალუტო გადარიცხვებთან დაკავშირებული რისკების შემცირების პოტენციალი აქვს და მყისიერ გადარიცხვას უზრუნველყოფს.



„ჯეიპი მორგანის“ ხელმძღვანელი ჯემი დაიმონი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ოპონენტობით არის ცნობილი და საჯაროდ არაერთხელ გაუკრიტიკებია. მიუხედავად ამისა, მოცემულ მომენტში „ჯეიპი მორგანი“ აზუსტებს, რომ ყოველთვის სჯეროდა უშუალოდ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მომავლის.




„ჩვენ კრიპტოვალუტას მხარს ვუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად იქნება გაკონტროლებული და რეგულირებული,“ – განაცხადა ბანკის ციფრული ხაზინის განყოფილების ხელმძღვანელმა, უმარ ფარუქმა.



სტატიაში აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია ძალიან მოხერხებულია ინფორმაციის საიმედოდ შენახვისა და სწრაფი გადარიცხვის თვალსაზრისით, თუმცა იმის გამო, რომ ტრანზაქციის განმახორციელებელი პირები ანონიმური რჩებიან, თანაც კრიპტოვალუტა დღესდღეობით ფაქტობრივად არ რეგულირდება, მისი კრიმინალური თვალსაზრისით გამოყენების დიდი რისკი არსებობს. მიუხედავად რისკებისა, ციფრულ ვალუტას უკვე მთელს მსოფლიოში იყენებენ ყოფით დონეზე, მაგალითად სასტუმროს ხარჯების დასაფარად თუ უძრავი ქონების შესაძენად.



„ჯეიპი მორგანის“ კრიპტოვალუტა ბანკის კლიენტი ფიზიკური პირებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, ის მხოლოდ ორგანიზაციებს შორის გადახდების განხორციელებისთვის გამოიყენება. როდესაც ბანკის მომხმარებელი დეპოზიტზე თანხას განათავსებს, ის „ჯეიპი მორგანის“ ექვივალენტურ ციფრულ ვალუტაში კონვერტირდება. ამ სისტემის მიხედვით, ერთი მილიონი დოლარი „ჯეიპი მორგანის“ ერთ მილიონ ციფრულ ვალუტას უდრის. ამის შემდეგ კლიენტი თანხას ბლოკჩეინის ტექნოლოგიით გადარიცხავს. როდესაც ტრანზაქცია შედგება, კლიენტს შეუძლია, ვირტუალური ვალუტა თავად ბანკში ჩვეულებრივ ვალუტაში გაანაღდოს.



ამერიკულ საბანკო ვალუტას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. ციფრული ვალუტის ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამერიკულ ბანკს საკუთარი ციფრული ვალუტა რეალურად არ სჭირდება, რადგან ვირტუალურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელება საკუთარი შიდა ქსელის გამოყენებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გარეშეც შეუძლია.



1tv.ge










მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...


მსგავსი სიახლეები

up