ევროპას ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარი უნდა გააჩნდეს და არა მხოლოდ ამბობდეს ყოველდღე „ჩვენ შეშფოთებულნი“ ვართ, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„ევროპამ უნდა ისწავლოს ძალის ენაზე საუბარი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სამხედრო ძალაა. კი, ასეა, თუმცა არა მხოლოდ ეს. ევროპამ უნდა განავითაროს ძალისადმი მადა, ქმედების სურვილი და არა მხოლოდ ის, რომ ყოველდღე გაიძახოდეს „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ“, „ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ“. ჩვენ უნდა გვქონდეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარი“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
imedinews.ge