ჟოზეფ ბორელი - ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს, ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული

ჟოზეფ ბორელი - ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს, ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული

access_time2021-02-27 18:34:19

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას ძალაუფლების გადარჩენისთვის. ამის შესახებ მან ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მოსკოვში ჩავედი ორი მიზნით: პირველი - რომ შეშფოთება გამომეხატა ნავალნის საქმესთან და დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით. მეორე - მომეძებნა რუსეთთან პოზიტიური დღის წესრიგის შესაძლებლობები. თუმცა მათი აგრესიული რეაქცია აჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს არსებით საფრთხედ განიხილავენ. როგორც კი მათთან დაიწყებ ადამიანის უფლებების განხილვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნავალნის საქმეს, ისინი ყველა სახის პოზიტიურ მიდგომას ბლოკავენ. ჩემი აზრით, რუსეთი შორდება ევროკავშირს. პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას მათ შორის დეზინფორმაციას ძალაუფლების გადარჩენისთვის და ოპოზიციასთან საბრძოლველად. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსეთს არ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ, რასაც წარმოვადგენთ - ლიბერალურ ფასეულობებსა და დემოკრატიას, მათ მიერ ნამდვილად მიჩნეულია არსებით საფრთხედ“, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით ამ საკითხში ევროკავშირსა და მის წევრებს ერთიანობა და სიმტკიცე სჭირდებათ.

„ვფიქრობ რუსეთს კონფრონტაციის კურსი აქვს არჩეული და ამ კურსის წინაშე ჩვენ გვჭირდება სამი რამ: პირველია - რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, როდესაც ის არღვევს საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ სამართალს, მეორე - რუსეთის შეკავება, როცა ის ჩვენზე წნეხს ზრდის, მათ შორის დეზინფორმაციის და კიბერთავდასხმების საშუალებით და მესამე - მიუხედავად ყველაფრისა, ჩართულობა გარკვეულ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესია“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.


დიპლომატი კონკრეტულ ქმედებებსაც ასახელებს, ესენია - სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და უფრო მეტი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად.

„ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს. ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

Ipn.ge




ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up