ჟოლოს  ქართული სერტიფიცირებული ნერგები უვარგისია

ჟოლოს ქართული სერტიფიცირებული ნერგები უვარგისია

access_time2021-06-24 20:00:37

2021-2022 წლებში კოოპერატივი „აგრომომავალი“, რომელიც ზესტაფონის რაიონში 25 ჰექტარზე გაშენებულ ჟოლოს პლანტაციას ფლობს, ახალი ნერგების დარგვას ეტაპობრივად გეგმავს.

 

საიტი EastFruit კოოპერატივის სამომავლო გეგმებზე მის თანადამაარსებელს და თავჯდომარეს ბეჟან მაჭავარიანს გაესაუბრა.

 

რა გახდა ნერგების შეცვლის აუცილებლობის მიზეზი?

 

– პრობლემა კომპლექსურია. ჟოლოს მოყვანა ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ, თუმცა კენრკის იმ ნაირსახეობამ სასურველი შედეგები ვერ მოგვიტანა - პირველ რიგში უხარისხო ნერგების გამო, რომლებიც ჩვენ ქართულ სანერგე მეურნეობაში შევიძინეთ.

 

ამჟამად ჩვენ ვიწყებთ მათ ჩანაცვლებას პორტუგალიური და პოლონური ჟოლოთი, რომელიც

USAID-სგან საჩუქრად მივიღეთ და შედეგები ძალიან კარგი გვაქვს.

 

მეორე ფაქტორი, რომელმაც ცუდი მოსავალი გამოიწვია, ერთ-ერთი ქართული ლაბორატორიის მიერ გაკეთებული ნიადაგის არასწორი ანალიზი იყო. არასწორი დასკვნების გამო ჩვენს მიერ გამოყენებული მოვლის მეთოდიკა არაეფექტური იყო და ნერგები სათანადოდ არ ვითარდებოდნენ.

 

შემდეგ მონაცემები ინგლისში ერთ-ერთ ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, და ეს პრობლემა გადაწყდა.

 


ამჟამად ჩვენ ნერგების შეცვლის პროცესის დასაწყისში ვართ. ჩვენთვის უფრო მომგებიანია 2-3 წელი დაველოდოთ და ჰექტრიდან 10-12 ტონა მივიღოთ, ვიდრე ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის და საბოლოო ჯამში 5 ტონაზე ნაკლებით დავკმაყოფილდეთ.

 

ბაღების განახლების შემდეგ ჩვენ განვაახლებთ GlobalG.A.P.-ის სტანდარტის მიღებაზე მუშაობას, რომელიც შევწყვიტეთ არასათანადო მოსავლის გამო.

 

თქვენს მიერ შეძენილი ქართული ნერგები სერტიფიცირებული იყო ?

 

– დიახ, და შეცდომაშიც სწორედ ამან შეგვიყვანა.  ასევე ლაბორატორია, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია.

 

თავიდანვე უნდა გადაგვეხადა მეტი და უცხოური ხარისხიანი ნერგები უნდა ჩამოგვეტანა, თუმცა, ამას ჩვენ მხოლოდ ახლა მივხვდით. ანალოგიური პრობლემები კენკრების სხვა მწარმოებლებსაც აქვთ და შესაბამისად, სახელმწიფომ ამას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიხედოს, წინაამღდეგ შემთხვევაში წლების მანძილზე პრობლემები კიდევ უფრო დაგროვდება და მათი გადაჭრა უფრო რთული იქნება.

 

როგორც ჩანს, ამ წელს კარგ მოსავალს არ ელოდებით?

– საქმიანობის დაწყების პერიოდში 2021 წლისთვის მოსავლის გაზრდას 30 ტონამდე ვგეგმავდით, თუმცა, ჩანაცვლების პროცესის გათვალისწინებით, რეალურად, 7-10 ტონაზე მეტს ვერ მოვკრეფთ.

 

თქვენ ასევე სამაცივრე მეურნეობის შექმნას გეგმავთ. რა სტადიაზეა ეს პროექტი?

– ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წელს დავიწყეთ, როდესაც კარგ მოსავალს ველოდებოდით.

 

სამაცივრე მეურნეობა 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგდება, და მასში რამდენიმე კომპონენტი შევა - გაცივების კამერები, შოკური გაყინვის აღჭურვილობა, და შესანახი ფართები.  ამ საქმეში ჩვენ სახელმწიფო გვეხმარება -  600 000 ლარის შეღავათიანი სესხი მივიღეთ.

 

სამაცივრე მეურნეობის გახსნას ჯერ კიდევ 2020 წელს ვაპირებდით, თუმცა, პანდემიამ და ზემოთ ჩამოთვლილმა პრობლემებმა ხელი შეგვიშალეს.

 

ამ დროისთვის შენობა უკვე მზადაა, აღჭურვილობის დიდი ნაწილიც უკვე ვიყიდეთ და ამ ეტაპზე შოკური გაყინვის დანადგარების არჩევის პროცესში ვართ. სავარაუდოდ, მაცივარი უკვე აგვისტოში-სექტემბრის მიჯნაზე მზად იქნება და პირველ ეტაპზე, სანამ ჩვენ სრული სიმძლავრით ავმუშავდებით, ის სხვა ფერმერებს მოემსახურება.

 

ჩვენს ირგვლივ 4 რაიონში შოკური გაყინვის არც ერთი დანადგარი არ არის, ამიტომაც კლიენტები აუცილებლად გვეყოლება. სავარაუდოდ, 2-3 წელიწადში ჩვენ თავად შევიძენთ კენკრას ადგილობრივი ფერმერებისგან, მომავალში კი შესყიდვის, გაყინვის, შენახვის და რეალიზების სრული ციკლის აწყობასაც ვგეგმავთ.

 

წყარო: east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up