Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინის ცდები შეაჩერა

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინის ცდები შეაჩერა

access_time2020-10-14 18:40:03

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Johnson & Johnson“ კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ერთ-ერთი მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს. ინფორმაციას Forbes.ru „Johnson & Johnson“ ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„კვლევის მონაწილის აუხსნელი დაავადების გამო, ჩვენ ცდების კლინიკური ფაზა, საყოველთაო ტესტირების ჩათვლით დროებით შევაჩერეთ,“ - ნათქვამია Johnson&Johnson-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად დაავადებული მოხალისის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს. მთელი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გასაჯაროვდება. რა თქმა უნდა, კერძო პირის უფლებების დაცვით.

 


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცდების შეჩერება თავად კომპანიის გადაწყვეტილება იყო, და არა რეგულატორის მოთხოვნა.

 

„Johnson&Johnson“- მა ცდების მე-3 ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში 60 000 მოხალისე მონაწილეობს ისეთი ქვეყნებიდან, როგორს არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, პერუ, აშშ, ჩილე, და სამხრეთ აფრიკა. მესამე ეტაპის ცდების მიზანია ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების დონის დადგენაა.

 

კომპანიის გათვლებით, პირველი ვაქცინა  ფართო გამოყენებისთვის მზად 2021 წლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო.

 

ამ დროისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მუშაობა 200 ვაქცინაზე მიმდინარეობს, მათ შორის 6 უკვე მესამე, დასკვნითი  კლინიკური ცდების სტადიაზე. ორგანიზაციის პროგნოზით, საბოლოოდ კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინა მზად უკვე 2021 წლის მეორე ნახევარში იქნება.


თეგები:
Johnson & Johnson



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up