Johnson & Johnson-ის სკანდალი გრძელდება – კომპანია კიბოს გამოწვევასთან საკუთარი პროდუქციის კავშირს უარყოფს

Johnson & Johnson-ის სკანდალი გრძელდება – კომპანია კიბოს გამოწვევასთან საკუთარი პროდუქციის კავშირს უარყოფს

person access_time2016-04-01 15:16:59

Johnson & Johnson-ის გარშემო აგორებულ სკანდალზე Bloomberg–ი მორიგ სტატიას აქვეყნებს. 

 

გამოცემა წერს, რომ ალაბამას შტატში, კერძოდ ბირმინგჰემში ცხოვრობდა ჯეკლინ ფოქსი, რომელსაც 59 წლის ასაკში  სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მას საშვილოსნო, საკვერცხეები და ელენთისა და მსხვილი ნაწლავის ნაწილი ამოკვეთეს. იმავე წელს მან Johnson & Johnson-ის საბავშვო პუდრის დიდი ხნით მოხმარებასა და საშვილოსნოს სიმსივნეს შორის არსებული კავშირის შესახებ შეიტყო. „საბავშვო პუდრს თინეიჯერობის ასაკიდან მოვიხმარდი. ეს ისევე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც კბილის პასტისა და დეოდორანტის გამოყენება,“ – ამბობდა იგი.

 

ჯეკლინი 2015 წლის ოქტომბერში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 4 თვის შემდეგ მოსამართლემ სენტ ლუიზში განაჩენი Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ გამოიტანა, და კომპანია ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.


 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიას შეეძლო გაეფრთხილებინა ქალები ლეტალური საფრთხის შესახებ და ამისათვის ჯამში $72 მილიონის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თანხა იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ფოქსის ადვოკატები ვარაუდობდნენ. „ადამიანები იყენებდნენ პროდუქციას, რომელიც უსაფრთხო ეგონათ. ადამიანებს სულ მცირე, არჩევანის უფლება მაინც უნდა მისცე, J&J-ს კი ეს არ გაუკეთებია,“ – განაცხადა ფოქსის შვილმა, მარვინ სოლტერმა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამავე მიზეზით 1,000-ზე მეტი ქალბატონი და მათი ოჯახები უჩივიან. შემდეგი სასამართლო სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11 აპრილს არის დაგეგმილი. 100 წელიწადზე მეტია გასული, რაც Johnson & Johnson-მა საბავშვო პუდრის გაყიდვა დაიწყო. 1913 წლიდან რეკლამაში ისმოდა სლოგანი: „საუკეთესო პროდუქტი ბავშვებისთვის, საუკეთესო პროდუქტი თქვენთვის,“ რაც გულისხმობდა, რომ პროდუქტის გამოყენება ზრდასრულ ადამიანებსაც თავისუფლად შეეძლოთ. 1985 წელს კომპანიის წარმომადგენელმა New York Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ საბავშვო პუდრის მომხმარებლის 70%-ს ზრდასრული ადამიანები წარმოადგენდნენ. 1971 წელს ბრიტანელმა მკვლევარებმა პირველად გამოთქვეს ვარაუდი საბავშვო პუდრის მოხმარების საფრთხესთან დაკავშირებით.

 

1982 წელს ეპიდემიოლოგმა დენიელ კრამერმა საშვილოსნოს კიბოსა და პუდრის რეგულარულ მოხმარებას შორის პირველი სტატისტიკური კავშირი გამოაქვეყნა. კრამერის განცხადებით, J&J-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრიუს სემპლი მას მაშინვე დაუკავშირდა და საბავშვო პუდრის უსაფრთხოებაში არწმუნებდა. რამერის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კორელაცია კიდევ 20-მა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევამ დაადგინა. J&J მიიჩნევს, რომ კვლევები არასარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით იქმნება და არასწორ შედეგებს იძლევა. კომპანიის განცხადებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს და ამ შემთხვევაში კომპანია საბავშვო პუდრზე გამაფრთხილებელ ინფორმაციას არ დაიტანს.



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up