ჟინვალი-ბარისახო-შატილიში და როშკა-არხოტში გზების რებილიტაცია განხორციელდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილიში და როშკა-არხოტში გზების რებილიტაცია განხორციელდება

access_time2019-11-06 10:58:31

ხელისუფლების წარმომადგენლები ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ და სოფლებში მიმდინარე პროექტები მოინახულეს.


მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ბარისახოს, უკანა ფშავისა და მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ. მათ, ადგილობრივებთან ერთად, დღემდე შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს. ასევე, ადგილზე მოინახულეს მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.


გარემონტდა სკოლა-პანსიონი ბარისახოში და საჯარო სკოლა მაღაროსკარში. დასრულების ეტაპზეა მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია. აშენდა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. უახლოეს პერიოდში საწარმო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ექსპლუატაციაში შევა. სრულდება შუაფხოს ამბულატორიის მშენებლობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და წყალმომარაგების სისტემას ბარისახოში. გრძელდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზების მოწყობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სათემო ინტერნეტიზაცია. პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.


აღსანიშნავია, რომ ბარისახოს, უკანა ფშავისა და მაღაროსკარის თემში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.


შეხვედრებზე ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გარე განათებების მონტაჟი დასახელდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.


ღია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება.


კომერსანტი





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up