ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ლა გრანჟის ვილაში მიმდინარეობს.
ვლადიმერ პუტინმა ის თემები დაასახელა, რომელზეც ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.
„ჩვენ ვისაუბრებთ სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ცხელ წერტილებში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაზე, განიარაღების პროცესზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, პანდემიასა და ეკოლოგიურ საკითხებზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი ბელარუსისა და უკრაინის საკითხსაც წამოწევს.
ექსპერტები ორი ლიდერის შეხვედრისგან „გარღვევას“ არა, მაგრამ „ტემპერატურის დაწევას“ ელოდებიან. სავარაუდო განსახილველ თემებს შორის მოიაზრებენ: უკიდურესად დაძაბულ ორმხრივ ურთიერთობას, კიბერთავდასხმებს, ნავალნის, ბელარუსსა და უკრაინას.
imedinews.ge