,Jazeera Airways“- საქართველოსა და ქუვეითს შორის ტურიზმის განვითარების ახალი პოტენციალი

,Jazeera Airways“- საქართველოსა და ქუვეითს შორის ტურიზმის განვითარების ახალი პოტენციალი

access_time2018-06-14 12:56:10


ქუვეითის ავიაკომპანია ,,Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქაერონავიგაციისა“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ქუვეითიდან ფრენები  2017 წელს დაიწყო. ეს არის უკვე მესამე კომპანია, რომელიც საავიაციო მიმოსვლას განახორციელებს თბილისსა და ქუვეითს შორის. ჩვენ მივესალმებით ერთ -ერთი წამყვანი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტურიზმის კუთხით საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, რომელიც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო ვაჭრობაზეც,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო წლებში ძალიან დინამიური ზრდა გვაქვს საავიაციო სფეროში. „მაგალითად, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა  32 პროცენტით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი დაიწყო და მგზავრების ზრდასთან ერთად ფართოვდება როგორც ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა, ასევე მომსახურების შესაძლებლობები“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.



ქუვეითის ავიაკომპანია, პირველ ეტაპზე,  ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:


•           ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20

•           თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი :    19:10-20:45


„Jazeera Aiways“-ით ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ  გადაიტანონ   30 კგ,    ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს - 50 კგ ბარგი.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში,  რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით  ასრულებს.

 





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up