ჟან კლოდ იუნკერი ჩინეთს ევროპაში ფოლადის “დემპინგში” ადანაშაულებს

ჟან კლოდ იუნკერი ჩინეთს ევროპაში ფოლადის “დემპინგში” ადანაშაულებს

person access_time2016-07-20 12:17:53

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ჩინეთს მოუწოდებს შეწყვიტოს იაფი რკინის დემტინგი ევროპაში, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ის ვერ შეძლებს მოიპოვოს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის შიგნით, რომელსაც პეკინი თავგამოდებით ესწრაფვის.


იუნკერმა განაცხადა, რომ პეკინი და ევროკავშირი შეთანმხდნენ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განიხილავს ფოლადის წარმოების კრიზისს და მონიტორინგს გაუწევს ჩინეთიდან მის გადმოზიდვას.


“ევროკავშირი დაიცავს საკუთარ ფოლადის წარმოებას. ჩვენ არ ვართ დაუცველები და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას” - განაცხადა იუნკერმა პეკინში ჩინეთის მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ.



ევროპაში ფოლადის წარმოების  სექტორის კრიზისი სწორედ იაფი ჩინური ფოლადის იმპორტის ზრდას ბრალდება, რამაც ეჭქვეშ დააყენა ათასობით სამუშაო ადგილი დიდი ბრიტანეთში და მთლიან კონტინენტზე. მას შემდეგ რაც კომპანია “Tata Steel Limited”-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთიდან აპირებს გასვლას 11,000 სამუშო ადგილი რისკის ქვეშაა.


ჩინეთი მსოფლიოს ფოლადის ნახევარზე მეტს აწარმოებს, მაგრამ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია საშინაო მოთხოვნის შემცირების გამო. ამა წლის პირველ კვარტალში ჩინური ფოლადის ექსპორტი ევრო კავშირში 28%-ით გაიზარდა, რამაც ფასები 30% ით დაბლა დასწია.


იუნკერმა განაცხადა, რომ ფოლადის წარმოება ევროპაში სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და დაამატა, რომ ჩინეთის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით გახდება გადამწყვეტი მოიპოვებს თუარა ის საბაზრო ეკონომიკის სტატუსს. 


იუნკერმა თქვა, რომ მას გაცნობიერებული აქვს ის “მტკივნეული” სიტუაცია, რომელშიც ჩინეთი აღმოჩნდა,  ფოლადის ზეგეგმითი  წარმოების გამო, რამაც უბიძგა ჩინეთს მისი იაფი ექსპოტისკენ. ამავდროულად დაამატა , რომ ევროპამ გაიარა ანალოგიური პროცესი 1970-იან და 80-იან წლებში, რამაც ათი ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და ესმის თუ როგორი მტკივნეული იქნება ჩინეთში ფოლადის წარმოების შემცირება. “როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ბაზრის მიიღონ ბაზრის წესები: ჩინელებმა ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტულად ნიშნავს ფოლადის საწრმოების დახურვას“ განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up