საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.
აქამდე ჟან კასტექსი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა და კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყნის კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის პროცესს ზედამხედველობდა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟან კასტექსი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა და მას მთავრობის ფორმირება დაავალა“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი თანამდებობიდან გადადგა. 2 ივლისს ფრანგული მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუს დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ცვლილებები და გარდაქმნა სჭირდება, რასაც უკვე ახალი გუნდი განახორციელებს.
imedinews.ge