ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გულშემატკივრობს.
ჟაირ ბოლსონარომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებას დადებითი გავლენა ექნება ბრაზილიასა და აშშ-ის შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტები, ფერნანდუ ენრიკე კარდოზუ, ლულა და სილვა და დილმა რუსეფი ამერიკელებს, როგორც მტრებსა და იმპერიალისტებს ეპყრობოდნენ“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ჟაირ ბოლსონარომ იმედი გამოთქვა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ.
„არაფერში ჩარევას არ ვაპირებ და არც შემიძლია ეს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ. თვალს ვადევნებ ამერიკულ პოლიტიკას. ტრამპს ვგულშემატკივრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - დასძინა მან.
imedinews.ge